• რეკლამა
  • კონტაქტი
05:56, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

ალია ავტორი - ალია
16:26 12-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. აღნიშნულ პოზიციაზე სემეკის წარმომადგენელი ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩა.
ECRB-ის ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი (EWG) ძირითადად ფოკუსირებულია  ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრებსა და ბაზრებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჯგუფი მნიშნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეთა ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილებაში. გარდა ამისა, ჯგუფის საქმიანობა მოიცავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, ხელშემკვრელი მხარეების პრაქტიკის ანალიზსა და განვითარების რეკომენდაციების შემუშავებას.

ECRB ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას. ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.

ორგანიზაცია დაარსდა საერთაშორისო  ხელშეკრულებების შესაბამისად 2005 წლის ოქტომბერში, ქ. ათენში, საბერძნეთში. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და ხელშემკვრელი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. 2016 წელს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს, რომლის საფუძველზეც 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved