• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

„ევროპელებმა კიდევ ერთი წელი გვაჩუქეს, ამ ერთ წელიწადში ბევრი შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ხელისუფლება” – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:13 07-14-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.

ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში  შეაფასა ევროკომისიის მიერ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვის გადადება.

 

“ევროპელებმა კიდევ ერთი წელი გვაჩუქეს იმისათვის, რომ ევროპულ გზაზე დადგომა შევძლოთ – ხელისუფლება რუსეთისკენ იქაჩება, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ხელისუფლება და ეს დამღუპველი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რომელიც ქვეყანას გაქრობით ემუქრება, –

ანალიტიკოსის მოსაზრებით, იმით, რომ ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო, ევროპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით „მაინც კარგი ნაბიჯია გადადგმული“.

„ევროპელებმა კიდევ ერთხელ გაგვიწიეს ანგარიში. ყველა ხედავს და ხვდება, რომ ეს ხელისუფლება 12 პუნქტის შემსრულებელი არ არის, ვერც ხელისუფლების ცვლილება მოესწრება იქამდე და რომც მოესწროს, უკვე დროც აღარ იქნება იმისათვის, რომ რეფორმები გატარდეს. ამიტომ,მოგვცეს კიდევ ერთი წელი, ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, მთავარ საერთაშორისო ამბად ისევ რჩება რუსეთ-უკრაინის ომი და თვითონ ამ პროცესის დაჩქარებაც ხომ ამ ომმა გამოიწვია, ამიტომ ომის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის ის, თუ როგორ განვითარება მოვლენები საქართველოშიც. როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა შეცვალა ძალიან ბევრი რამ, რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველო და საქართველოს ევროპული პერსპექტივაც“ – აცხადებს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამისთვის გრძელი გზაა გასავლელი, რაც ნიშნავს იმას, რომ „ეს არ იქნება ერთ და ორ დღეში“.

„ხალხის ქუჩაში გამოსვლა მანიშნებელია იმისა, რომ საზოგადოებაში ევროკავშირში წევრობის სურვილი და მზაობა არის, მაგრამ ხელისუფლება ვერ მიჰყვება ხალხს და ვერ აკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნას. ამიტომ, მოგვცეს ერთი წელი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ძალების გამონახვა, რათა ეს პროცესი შეუქცევადი გავხადოთ. კიდევ ერთი წელი გვაჩუქეს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ევროპულ გზაზე დადგომა.

ეჭვი მეპარება, რომ ახლანდელ ხელისუფლებას ჰქონდეს იმის რესურსი, რომ თვითონ შეიცვალოს და რამე შეცვალოს. ხელისუფლება ვერ გახდება პროდასავლური კურსის მატარებელი, რადგანაც დილიდან საღამომდე დასავლეთს ლანძღავს. გააკეთეს ვითომ აჯანყებულთა ჯგუფი სპეციალურად იმისათვის, რომ ამერიკა და ევროპა ლანძღონ. ყველასთვის გასაგებია ეს საიდან მოდის, ვერავის მოატყუებენ 21-ე საუკუნეში. ვხედავთ პირიქით, ესენი რუსეთისკენ იქაჩებიან, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ხელისუფლება და მათ შორის, შეიცვალოს ეს დამღუპველი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რომელიც ქვეყანას გაქრობით ემუქრება“, – აცხადებს ბატიაშვილი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved