დეპუტატი, იაგო ხვიჩია:
“რუსეთი, რომელიც დღეს ჩვენ არ მოგვწონს სინამდვილეში არ მოგვწონს მისი მმართველობის სტილის გამო. ჩვენ მივდივართ ევროკავშირში, ვაბარებთ განცხადებას, მაშინ როდესაც მმართველ პარტიას ლაპარაკი არათუ ოპოზიციასთან არამედ, საკუთარ პრეზიდენტთან არ სურს. სადაც ის ამბობს, პრეზიდენტს უნდა უჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში. მმართველობის ეს სტილი არის მთავარი ხელშემშლელი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. სამწუხაროდ, ჩვენი პერსპექტივაც ნაკლებია მანამ, სანამ მმართველობის სტილზე, ულაპარაკობაზე, მბრძანებლობაზე – ლაპარაკის ნაცვლად, საუბრის და დისკუსიის ადგილის არ დატოვებაზე, სანამ ჩვენ ამ პრინციპებით ვიქნებით მოწყობილი, ევროპას ყოველთვის ექნება მორალური უფლება ჩვენ უარი გვითხრას. ეს უნდა გამოვასწოროთ თუ ჩვენ სერიოზულად გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა“
კომენტარები