პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ქვეყანაში, სადაც ზუსტად ერთსა და იმავე ფაქტს პოლიტიკური კლასის ნახევარი ბედნიერებისა და სიხარულის წყაროდ მოიხსენიებს, მეორე ნახევარი კი აპოკალიფსის ნიშნად მიიჩნევს, განვითარება მოსალოდნელი არ არის.
დაღონებულს სევდა მახრჩობს, უსამართლობისა და იმედგაცრუების გრძნობა მძიმე ლოდად მაწევს გულზე.
მიუხედავად ყველაფრისა, ევროპას არ უნდა მიეცა სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო სხვა გეოგრაფიაა და უკრაინასა თუ მოლდოვაზე ნაკლებს იმსახურებს.
ხომ ვიცოდით რაც მოხდებოდა, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მეწყინა!”
კომენტარები