ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარებას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ჩინეთიც უნდა იყოს ჩართული.
ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ჩინეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლოს, რათა დადგინდეს, თუ როგორ წარმოიშვა კორონავირუსი.
„ვფიქრობ, ყველასათვის მნიშვნელოვანია ამის დადგენა. არავინ იცის, თუ როდის დადგება ახალი ვირუსი. ამიტომაც გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ და ადრეული გაფრთხილების სისტემა შევქმნათ, რომელიც რეალურად იმუშავებს და მთელმა მსოფლიომ ხელი უნდა შეუწყოს ამას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარება ყველას ინტერესშია, რადგან დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს.
კომენტარები