• რეკლამა
  • კონტაქტი
14:25, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ალია ავტორი - ალია
14:21 07-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე, მათ შორის წამებასა და სექსუალურ ძალადობაზე.

პრესრელიზის მიხედვით, სანქციები ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში წესდება რუსეთის რვა მოქალაქისა და ერთი სუბიექტის წინააღმდეგ.

სანქცირებულთა შორისაა დონეცკის ოლქში მდებარე ოლენივკის ციხის უფროსის პირველი მოადგილე, დმიტრი ნეელოვი, რომელიც “მონაწილეობას იღებდა უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მოქალაქეების წამებაში, ცემასა და დამცირებაში.”

ასევე სანქცირებულია რუსეთის დასახლება პაკინოს მე-7 სასჯელაღსრულების კოლონიის დაცვის უფროსი, ალექსეი ხავეცკიც, რომელიც უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ სისტემატური არასათანადო მოპყრობის ორკესტრირებაზეა პასუხისმგებელი.

ევროპის კავშირის საბჭო ასევე ასანქცირებს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერს, იან ზავენსკის, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ხერსონში, მიკოლაივსა და ზაპორჟიეში, მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და წამებაში – ცემაში, გაგუდვასა და სექსუალურ ძალადობაში – მონაწილეობდა.

ხოლო სუბიექტი, რომელიც საბჭომ დაასანქცირა, წინასწარი დაკავების ცენტრი -2 ტაგანროგია (SIZO 2), სადაც უკრაინელ სამხედრო ტყვეებსა და მოქალაქეებს ამყოფებდნენ, მათ შორის, ჟურნალისტებსა და ქალებსაც. აღნიშნულ დაწესებულებაში დატყვევებული უკრაინელების წინააღმდეგ იყენებდნენ სისტემურ წამებასაც, რასაც ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინას შემთხვევაში სიკვდილიც მოჰყვა. სიკვდილამდე როშჩინა დაწესებულებაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ტყვეობაში და მის ცხედარზე წამების არაერთი კვალი შეინიშნებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved