• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
14:41 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,837

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 18 ივლისს დაამტკიცა. ახალი შეზღუდვები რუსეთის ფინანსურ სისტემას, სამხედრო ინდუსტრიას და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ერთდროულად აზარალებს.

SWIFT-იდან კიდევ 22 რუსული ბანკი გაითიშა

EU-მ სანქცირებულთა სიაში კიდევ 22 რუსული ბანკი შეიყვანა და გათიშა ისინი SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან – ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის SWIFT-იდან მთლიანად გამორთულია უკვე 45 რუსული ბანკი. მანამდე სისტემიდან 23 ბანკი იყო გამორიცხული უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
SWIFT-ი მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ გამოიყენება და ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს.

სანქციები დაეკისრა 55 ახალ სუბიექტს

პაკეტში დამატებულია 55 ახალი სუბიექტი – 14 ფიზიკური და 41 იურიდიული პირი, რომელთაც ევროკავშირი ადანაშაულებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შერყევაში.

შეზღუდვები შეეხო რუსულ ბანკებს, ტექნოლოგიურ და სამხედრო საწარმოებს

სანქცირებულ ბანკებს შორის არიან Т-ბანკი (ყოფილი Тинькофф), Яндекс ბანკი, Ozon ბანკი და სახელმწიფო იპოთეკური ბანკი Дом.рф. შეზღუდვები შეეხო 23 რუსულ კომპანიას, მათ შორის რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს (РФПИ), ასევე სამთავრობო სამხედრო საწარმოებს – ნოვოსიბირსკის კომინტერნის ქარხანას, მოსკოვის „სისტემოტექნიკას“, ნახევარგამტარული მოწყობილობების კვლევით ინსტიტუტს, სმოლენსკის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცენტრს და სხვებს.

შავი სიაში მოხვდნენ ასევე მესამე ქვეყნების კომპანიები

სია მოიცავს ჩინურ, თურქულ, ჰონგ-კონგურ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიებს. სანქცირებულია დაახლოებით 100 ტანკერი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტიდან, რომლებიც ევროკავშირის ცნობით, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში არიან ჩართული.

დამატებულია სანქციები ცნობილ პირებზე

შეზღუდვები შეეხო „მოსფილმის“ დირექტორს და რეჟისორს კარენ შახნაზაროვს, ყირიმის უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ კურიანოვს, ტერიტორიული განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ ილშატ შაგიახმეტოვს და სხვა საჯარო ფიგურებს, მეწარმეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო და საინფორმაციო სტრუქტურებთან.

ნავთობის ფასზე ზღვარი და ენერგეტიკული ბლოკირება

G7-ის მიერ დაწესებული ზედა ზღვარი რუსულ ნავთობზე შემცირდა –  60 დოლარიდან 47.6 დოლარამდე. ევროკავშირმა სრულად აუკრძალა ოპერაციები გაზსადენებთან „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „2“, მათ შორის – საქონლისა და მომსახურების მიწოდება.

ოფიციალური პოზიცია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ეს არის კრემლის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის ომის ბიუჯეტს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved