საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა დაამტკიცა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული დახმარების პაკეტი რომელიც 37 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.
ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეს სამდივნომ.
ეს თანხა გამოიყოფა ევროკავშირის იმ პროგრამების ბიუჯეტიდან, რომელთა განხორციელებაც კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია – აღნიშნულია განცხადებაში”
კომენტარები