• რეკლამა
  • კონტაქტი
03:43, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ისთვის საბაჟო გადასახადს აუქმებს

ალია ავტორი - ალია
19:22 07-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

ევროკავშირი სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ისთვის საკუთარ ბაზარზე საბაჟო გადასახადს აუქმებს. ეს ნაბიჯი მიზნად ვაჭრობის დივერსიფიკაციას და სომხეთის ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას ისახავს, მზარდი საგარეო ზეწოლის საპასუხოდ – ამის შესახებ ცნობილი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი პრესკონფერენციიდან გახდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკომისიის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ერთი დღით ადრე ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსაც ეწვია.

“ბოლო არჩევნებმა სომხური დემოკრატიის სიძლიერე აჩვენა. სომეხმა ხალხმა აირჩია რეფორმები და უფრო მჭიდრო პარტნიორობა ჩვენს კავშირთან. არცერთი ქვეყანა არ უნდა დაექვემდებაროს ზეწოლას საკუთარი სუვერენული არჩევანის გამო. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი დგამს საპასუხო ნაბიჯებს, გამოყოფს 52 მილიონ ევროს და სთავაზობს უბაჟო წვდომას ევროკავშირში სომხური ექსპორტის 80%-ისთვის. სომხეთს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის ზომები მიზნად სომეხი ექსპორტიორების მხარდაჭერას ისახავს, ევროპულ ბაზარზე დივერსიფიკაციის კუთხით, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც რუსეთის ბოლოდროინდელი სავაჭრო შეზღუდვების შედეგად დაზარალდნენ.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ, ეს დროებითი ზომები სომხურ საქონელს გაუმჯობესებულ წვდომას მისცემს ევროპულ ბაზარზე. შეთავაზება რუსეთში სომხეთიდან ექსპორტირებული ახალი ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების თითქმის 99%-ს, ხოლო სასმელებისა და სპირტის – 91%-ზე მეტს მოიცავს.

ვაჭრობის სწრაფი დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად, ევროკომისია ივლისის შუა რიცხვებამდე სომხეთში გაგზავნის ექსპერტებს, რომლებიც უშუალოდ მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან იმუშავებენ. ეს მისიები საწარმოებს ახალი საბაზრო შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში, ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებაში, საექსპორტო პოტენციალის განმტკიცებასა და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ფართო წვდომის მოპოვებაში დაეხმარება.

ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე, თევზის თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. შეზღუდვა გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ სახელმწიფოებში ამ პროდუქტების ტრანზიტზეც.

ამას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved