• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა” – ჭყონია პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე

ალია ავტორი - ალია
13:54 04-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,483

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმელის აკრძალვას ეხმაურება და ამბობს, რომ “ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავენ,  ვერც ფასებში, ვერც ტექნიკაში, ვერც ბაზრის მოთხოვნაში ვერ ერკვევიან,  ზოგადად კი, ასეთი რეგულაციების დაწესება პროფესიონალებთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია”. თუმცა, იქვე ამბობს, რომ კობახიძის პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ, ისევ თუ წამოიწყებდნენ ამ თემაზე საუბარს, არ ეგონა. როგორც ჩანს, ის თვლის, რომ კობახიძის ზურგსუკან გადაწყდა ეს აკრძალვები.

„ამასწინათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა არაჩვეულებრივი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 წლით გადავადდა  პლასტიკის აკრძალვა, რაც უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას (და არა – შეზღუდვას) ითვალისწინებდა.  ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით  საგრძნობლად გაიზრდა. ჩვენ ახლა ვიწყებდით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ინტენსიურ და პროდუქტიულ პროექტებზე მუშაობას, რისთვისაც დღესაც მზად ვართ. ამასთან, ჩვენი კომპანია 10 წელიწადია ამ თემის გარშემო მუშაობს და დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი. მოხდა ისე, რომ ისევ წამოიწია თემამ, რომელიც თავის დროზე აკადემიკოსმა სულიკო პავლიაშვილმა წამოჭრა – უნდა აიკრძალოს პლასტიკატი „საზოგადოებრივ კვებაში“. ეს სახელიც ჩემთვის  ძველი, ნოსტალგიური კომუნისტური სისტემის გადმონაშთია, ადრე ამას „ობშეპიტი“ ერქვა.

ამ თემის ხელახლა წამოწევა ამ ადამიანის ახირება მგონია, მიზანი  და  შედეგი კი გაურკვეველია.  პლასტიკის ბოთლები გამოიყენება ზღვისპირა რესტორნებში, საზოგადოებრივი შეკრების ობიექტებში, ტურიზმში, სპორტში და ა.შ.  პლასტიკის  შექმნა  გათვლილი იყო ადამიანის მოხმარების სხვადასხვა ჩვევებზე და ის უსაფრთხო უნდა  ყოფილიყო. ქუჩაში შუშის ბოთლის მოხმარება გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, ამასთან, ივლისიდან ზაფხულის ცხელი პერიოდი იწყება  და თუ გადახედავთ, ბევრ ქვეყანაში  გაყიდვების შეზღუდვის რეგულაციებიც კი მოხსნილია, ძლიერი სიცხეები სადაცაა, ქალაქის მერებიც კი აცხადებენ,  რაც შეიძლება მეტი წყალი გაიყიდოს  ადამიანის ორგანიზმის  დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) თავიდან ასაცილებლად. ამ გახურებული სიცხეების პერიოდში, ივლისში, რაღაც დეპარტამენტები ისევ შეზღუდვებს აწესებენ. წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა მოთხოვნა-მოხმარება იზრდება, იზრდება აკრძალვები. ჩვენ სხვა რაღაცასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გარემოს დაცვასთან, ეკონომიკასთან და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასთან.  ამით ადამიანს უფლებებსა და  არჩევანს ვუზღუდავთ, მეორეც, არის სხვადასხვა ფასების სეგმენტები:  იაფფასიანი, საშუალო და პრემიალური კლასის პროდუქცია. ჩვენმა ბიზნესმა არაჩვეულებრივად იცის, რა სეგმენტში რა ღირებულების, რა შეფუთვის, რა ზომის პროდუქცია უნდა გამოუშვას,  პირველ რიგში, ადამიანის ჩვევები, მოხმარების გაადვილება, ფასებზე ხელმისაწვდომობა რომ გაითვალისწინოს. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, აირჩიოს ის პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნილებას, ჩვევებსა და ფასებს შეესაბამება. ამის რეგულირების უფლება არავის აქვს, ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა.

მინის ტარის მოხმარება აუზებში,  ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში, ან ზღვის სანაპიროზე დადიან,  სახიფათოა. მინის ბოთლის მოხმარებას  თავისი წესი და ადგილი აქვს, პლასტიკს, შეფუთვების სიდიდეს, ფასების დალაგებას – თავისი წესი და ადგილი. ეს ყველაფერი შესწავლილი და სეგმენტირებულია მაღალ დონეზე. ბიზნესი არის მეცნიერება და ეს ამათ მაინც ვერ გავაგებინე, ამათი ცნობიერებიდან კომუნისტური მიდგომები ვერ ამოიძირკვა, ვერ შეიგნეს, რომ  ბიზნესი გაცილებით პრაგმატულად და მეცნიერულად უდგება მარკეტინგს, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ჩვენ ხომ ამაზე ვშრომობთ, ინვესტიციებს ვახორციელებთ, შესაბამისად, ვიცით, რისთვის ვაკეთებთ ამ ინვესტიციას. ზოგიერთები კი გვეუბნებიან, თქვენ რა ინვესტიციებსაც აკეთებთ, ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცითო.  პროფესიონალებთან კონსულტაციების გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, პრემიერის პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ამ თემაზე რომ გვიწევს საუბარი. ეს ახირება მგონია, სხვა არაფერი.

მთავარი საკითხი  გადამუშავების ამოქმედებაა და გადამუშავების ახალ ინდუსტრია უნდა შეიქმნას, ვინაიდან  პეტს – პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები, რისთვისაც ინტენსიურად ვემზადებით.

მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია ნარჩენების შეგროვება. ყველაზე იოლი გზა პეტის შეგროვებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ – შევდივართ  ობიექტებში, ვაგროვებთ ტონობით პლასტიკის ბოთლებს და გამოგვაქვს. ვემზადებით უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ის სწორი, პრაგმატული ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელიც მთელ მსოფლიოშია, ასევე, შევინარჩუნოთ უდიდესი პროფესიონალები. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გარემოს დაცვა, ამას ვერავინ გვასწავლის, ჩვენში გარემოს დაცვის თემა უფრო ძლიერადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – 10 წელიწადია უამრავი პროექტი გვაქვს გაკეთებული, ამიტომ ვართ ასეთი გაბედულები და ამაყები. ჩვენ გადამუშავების ახალ ინდუსტრიას შევქმნით იმიტომ, რომ  პეტს – პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები (მინიმუმ 5 ქარხნის აშენება შეიძლება), ჩვენ ამისთვის  ინტენსიურად ვემზადებით. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი კონსულტაციები შედეგს გამოიღებს და მოგვცემენ საშუალებას, ახალი ინდუსტრია შევქმნათ, ვიდრე ძველი დავანგრიოთ, ამისთვის ჯერ კიდევ  გვაქვს დრო.  იმედი მაქვს, ეს კონსულტაციები ნაყოფიერი იქნება – მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასარგებლო და ოპტიმალური იქნება სახელმწიფოსთვის, მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის. მაინც მგონია, რომ ყველაფერი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ“.

შეგახსენებთ, კაფეებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში პლასტმასის ბოთლით სასმელი აღარ გაიყიდება. ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და სხვა ნივთების გამოყენება., გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

2031 წლის პირველი თებერვლიდან კი, იკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ, 14 აპრილს  გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თეგები: თემურ ჭყონიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved