„ეს სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“ – განაცხადა დღეს, 5 ივლისს, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის ქუჩებში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების კომენტირებისას.
„რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.
დღევანდელი ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.
ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!
სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!
თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება“
კომენტარები