პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“თამარ ბაჩალიაშვილმა განათლება მიიღო საფრანგეთში. მუშაობდა ყველასათვის უცნობ ორგანიზაციაში პროგრამისტად. – ასრულებდა შეკვეთებს.
5 დღეა დაკარგულია. პოლიციამ მხოლოდ 4 დღის მერე წაიღო მისი პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც “ვერ ხსნის” პაროლის გამო (?!).
კატეგორიულად არ მოწმდება მისი სატელეფონო ზარები.
არ მოწმდება არაფერი, რაც დაკავშირებულია მისი გაუჩინარების ადგილთან.
ჩემთვის სრულიად ცხადია რომ გოგონას გაუჩინარება პირდაპირ კავშირშია რუსული ფეესბე–ს ქართულ ფილიალთან – სუს–თან.
ვინმე სხვანაირად ფიქრობს?”
კომენტარები