• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ორივე ვარიანტი მეტ–ნაკლებად გამართლებული და მისაღებია“ – რას ამბობს ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
18:28 03-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
952

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ყოფილი პარლამენტარი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი,  სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“  დეპუტატები ტოვებენ პარტიას – დავით სერგეენკო, ნინო იობაშვილი, გიორგი ხელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ირაკლი კოვზანაძე. ვინც პარტიიდან  წავა მათ დაატოვებინებენ პარლამენტარის  მანდატს. ხელისუფლებას სურს, მათ ნაცვლად,  უფრო მორჩილი დეპუტატები შეიყვანოს პარლამენტში?

– ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ვინც „აგენტების“ კანონს ხმა არ მისცა, იმათ მაინც გაუშვებდნენ და კარგი ქნეს, თავად რომ წავიდნენ. „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე უმრავლესობის პრობლემა არ აქვს. ეს  ხუთი დეპუტატი  მანდატებს თუ არ დატოვებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის პრობლემა არ შეექმნება, 81 დეპუტატი ეყოლება „ხალხის ძალის“ ჩათვლით. ასევე, მაგათია  „პატროტთა ალიანსის“  3 დეპუტატი. ფრიდონ ინჯია ვისია? „ოცნებისაა“,  აბა, ოპოზიციაა? რა ბევრი ლაპარაკი უნდა მაგას. ჯერ ვნახოთ, საქმე ბოლომდე მოვიდეს, ყველა პროცედურა გაიარონ ამ წამსვლელმა დეპუტატებმა. უთხრეს, თუ წახვალთ „ქართული ოცნებიდან“, მანდატებიც დატოვეთ, რადგან თქვენ  ნაცვლად სხვები  გახდნენ დეპუტატებიო.  მეც ეგრე გავიგე, მაგრამ ჯერ კენჭისყრა არ ყოფილა მათი სადეპუტატო უფლებამოსილების  შეწყვეტის შესახებ.  ჯერ შუწყვიტონ უფლებამოსილება, წავიდნენ და დავინახავთ, რა და როგორ მოხდება შემდგომში. თუ აიძულებებ, დატოვონ მანდატებიც და არა მარტო პარტია,  მერე მაგასაც ვნახავთ.

– ერთ შარს მაინც ვერ ასცდებიან – დავით სერგეენკო საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატია, ის ნამდვილად ტოვებს მანდატს. საბურთალოზე შუალედური  მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება და „ქართულ ოცნებას“, ვფიქრობ, დიდი ბრძოლის გადატანა  მოუწევს ოპოზიციასთან. არა?

– კი, ეგ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შეთანხმდა საერთო კანდიდატზე. ერთი მანდატი არც ერთს არაფრად უღირს, მაგრამ მათი მომხრეებისთვის დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ მოიგებს საბურთალოზე არჩევნებს.  სხვა აზრს მე ამ არჩევნებში ვერ ვხედავ. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ოპოზიციამ საერთოდაც არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. უნდა თქვას, რომ მაჟორიტარული წესით არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიიღებენ მომავალში მონაწილეობას და დატოვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატი კონკურენტის გარეშე. ეს პოლიტიკური აქტიც იქნება და სამართლიანიც. ორივე ვარიანტი მეტ–ნაკლებად გამართლებული და მისაღებია. კი, შესაძლოა კონკურენტები გამოუჩნდეს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, , ათასი პარტიაა და მათი კანდიდატები იყრიან კენჭს, მაგრამ ეს არ იქნება  იმ  ოპოზიციის კანდიდატი, რომელზეც ვსაუბრობთ.  მთავარია, არ დაიქსაქსოს ოპოზიცია, იმ ოლქში რამდენიმე კანდიდატი არ დააყენონ ოპოზიციურმა პარტიებმა. ეს ყველაზე უარესი სცენარია. ამით „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს არჩევნებს. მერე, „ქართულ ოცნებას“ სალაპარაკო მიეცემა, რომ ოპოზიცია დაამარცხა, თან  ერთდროულად მათი რამდენიმე კანდიდატი ერთად. ოპოზიციას კი, ისედაც დაბალი რეიტინგი უფრო დაუვარდება, დაკარგავენ მომხრეებს. თუმცა, იმედი მაქვს, ამ ყველაზე უარეს ვარიანტზე არ წავა ოპოზიცია.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved