• რეკლამა
  • კონტაქტი
11:58, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს „ნადირობა“ დიდ შედეგს ვერ მოიტანს” – გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
16:27 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
345
ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:
“მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ოდნავ სერიოზულად შევხედოთ ნაცებში ჩატარებულ არჩევნებს, იმ „პერსპექტივებს“ რაც ერთ დროს ძალიან ძლიერ პოლიტიკურ ძალას გააჩნია, მაინც ვცადოთ დავინახოთ ის პროცესები, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განვითარდება.
ის, რომ ქართული პოლიტიკური ველი ამ ე.წ. ოპოზიციური ძალების წყალობით გვალვისგან გადამწვარ სტეპს დაემსგავსა არახალია.
მომრავლებული კაცნახევრიანი პარტიები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, მყარად სხედან ქართული პოლიტიკის შესასვლელ კართან, რომელიც ნატოსი არ იყოს ღიაა, მაგრამ სხვა სუბიექტის, მითუმეტეს ჯანსაღი სუბიექტის შესვლას შეუძლებელს ხდიან (თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ პოტენციური ძალა უარს იტყვის იმ სიბინძურეში ჩაბმაზე, რაც დღეს არის).
ამ ვითარებამ, საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესების მიმართ სრული ნიჰილიზმი და ხშირ შემთხვევაში ანტიპათიური დამოკიდებულება გამოიწვია, რისი უმთავრესი მიზეზი ოპო-პოლიტიკანების მხრიდან სრულიად უსაგნო ლაყაფი, უაზრო შეძახილები, ტელეკამერების წინ მარაზმში გადასული კეკლუცობა, მატერიალური სიხარბე და რეალობისგან სრული მოწყვეტა გახდა.
გუშინდელი „არჩევნები“, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქართული მედიის საკვებად იყო ქცეული და რომელიც ხალხის ინტერესებისგან ცა და დედამიწასავით იყო დაცილებული დამთავრდა. გაირკვა თუ ვინ იქნება ნაცების ახალი თავმჯდომარე (რადგანაც დღევანდელი ე.წ. კრიტიკული მედიის ფანტაზია და უნარი მეტს ვერ სცდება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა კიდევ კარგა ხანს იტრიალებს ეთერში).
„არჩევნები“ დამთავრდა.
„არჩევნებმა“ რომელიც მაქსიმალურად ბინძური საარჩევნო კამპანიით მიმდინარეობდა, ხელის გულზე დადო ამ „პოლიტიკური ძალის“ შინაგანი ბუნება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ. ეს სხვა თემაა და „პერსპექტივებს“ დავუბრუნდები.
ეს „ბრძოლა“ ნამდვილად არ იყო ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის კეისრის ტახტისთვის ბრძოლა. არ იყო არც იაკობინელებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელსაც უამრავი ნათელი აზროვნების პოლიტიკოსი შეეწირა (მასშტაბები და პიროვნებები ძალიან პატარები არიან).
თუ შედარება გვინდა, შეიძლება ეს პროცესი ანდროპოვის შემდეგ ჩერნენკოს გენერალურ მდივნად არჩევას შევადაროთ, რადგანაც ჩერნენკო საჭირო იყო როგორც გარდამავალი საფეხური კომუნისტური პარტიის განახლებისთვის ბრძოლაში და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ როგორც მაშინდელი საბჭოთა კავშირი და ბოლშევიკური იდეები იყო სრულად გაკოტრებული, ნაციონალური მოძრაობაც ასევე სრულად გაკოტრებულია. რეალურად კი ნაც-თავმჯდომარის ცვლილება უფრო ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ სათავეში მოსვლას წააგავს.
დიახ, სწორედაც რომ ხრუშჩოვის პერიოდს, რადგანაც ჯერ ერთი ხაბეიშვილი როგორც კომიკური ფიგურა ძალიან ჰგავს ნიკიტას და მეორეც – ბელადი, რომელიც იყო ამ პოლიტიკური ძალის არსებობის მთავარი იდეა, უმოქმედოა და ხაბეიშვილი ზუსტად ისე სჭირდებათ პარტიული ფინანსების განმკარგავ ძალებს, როგორც ხრუშჩოვი სჭირდებოდათ ჟუკოვს და მიქოიანს, რომლებიც კულუარებიდან მართავდნენ პარტიას.
ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. თუ ხრუშჩოვის შემდეგ კომუნისტურმა პარტიამ დაახლოებით 40 წელიწადი გაძლო, ისინი იმ „ერთობას“, რასაც „ლიდერები“ ამ არჩევნების შემდეგ ჰპირდებიან თავიანთ მხარდამჭერებს (აბა სხვებს ეს ფაქტობრივად ფეხებზე ჰკიდიათ) 40 დღეც ვერ შეინარჩუნებენ. ვერ შეინარჩუნებენ თუნდაც იმის გამო, რომ აღარ არის ის ქარიზმა, რაც პოლიტიკურ ძალას სასიცოცხლოდ სჭირდება და ის დამოკიდებულება (რომ ფულმა გადაწონა მომავლისკენ სწრაფვა (თავად პარტიის წევრები ამბობენ)) „ერთიანობის“ დარღვევის წინა პირობაა.
რაც შეეხება „ქართულ პოლიტიკურ ველს“, აქ უკვე აქტიურად ჩანან ის პოლიტიკური სვავები, რომლებიც ჩასაფრებულნი ელოდებიან ნაცმოძრაობის დაშლას, რათა მათს ამომრჩეველზე ნადირობა გააგრძელონ („გააგრძელონ“, რადგანაც ეს პროცესი უკვე კარგა ხანია დაწყებულია).
სავარაუდოდ ეს „ნადირობა“ დიდ შედეგს ვერ მოიტანს, რადგანაც პარტიულ ამომრჩეველთა რაოდენობა მაქსიმუმ 50000 კაცი იყო. თუ ამას დავუმატებთ სამჯერ მეტ „უპარტიო ბოლშევიკს“, არა მგონია, რომ დათვის მონადირების მსურველთ, გამხდარ კურდღელზე მეტი შერჩეთ ხელში. როგორი მჭახე სახელწოდებითაც („ახალი ეროვნული მოზრაობა“, „ევროპული გზა“ დ.ა.შ.) არ უნდა შეიფუთონ მონადირეები, ქართულ პოლიტიკურ ველზე სრულიად ახალი ძალები დაიწყებენ მოქმედებას.
სრულიად ახალი ძალები, რომლებიც არა უაზრო ლოზუნგებით, მუქარით და განადგურების სურვილით შემოვლენ, არამედ სიმართლის თქმით და ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლის კლასიკური წესებით დამკვიდრდებიან.”
თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved