• რეკლამა
  • კონტაქტი
12:53, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს მთლიანად დაანგრევს ჩვენ ეკონომიკას, ეს ნიშნავს, რომ ნაბიჯი გადავდგით საერთაშორისო იზოლაციისკენ! – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:52 04-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა პირველ აპრილს გაავრცელეს წერილი, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების გამო ევროპარლამენტი დააყენებს საკითხს საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შეჩერების შესახებ. ევროპარლამენტარების  განცხადების თანახმად, „ამ შედეგზე ბრალი ეკისრებათ როგორც მმართველ პარტიას, ისე მოლაპარაკებების მონაწილე მთავარ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პასუხისმგებლობა კი მმართველ პარტიას აკისრია… პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის უარყოფის შემდეგ, საქართველოს ლიდერებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ევროკავშირთან საქმე ძველებურად გაგრძელდება“. რა შეიძლება მოჰყვეს დახმარების შეჩერებას,  რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ქვეყანას და ხელისუფლებას, თუ ეს მუქარა შეასრულეს?

– თუ ჩვენ დახმარება შეგვიჩერეს და თუნდაც დროებით, ეს ძალიან ცუდია. უნდა გვესმოდეს, როგორ მუშაობენ საერთაშორისო ინსტიტუტები. თუნდაც მცირედი  ფინანსური სანქცია რომ დაგვიწესონ, თუნდაც დაყოვნებით და პირობითად, რომ  აი, ამ  შემთხვევაში შეგიჩერებთ დახმარებას, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას. სხვა ფინანსური  ინსტიტუტები როდესაც დაინახავენ, ევროკავშირმა შეგვიჩერა დახმარება, ყველა სხვა დონორი შეგვიჩერებს დახმარებას, სესხებს, მიზნობრივ პროგრამებს  თუ სხვა ფინანსურ ხელშეწყობას, მსოფლიო ბანკი იქნება ეს, სავალუტო ფონდი თუ სხვა ნებისმიერი დონორი. როგორც კი აღმოჩნდები სანქციის ქვეშ ევროკავშირის მხრიდან, კასკადურად ყველაფერი გაჩერდება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ლაპარაკია რაღაც 60 მილიონ ევროს დახმარების შეჩერებაზე და მერე რა მოხდა? ახლა ამ  60 მილიონს მოგვცემენ თუ არა, დიდი არაფერი თანხა ეს არ არისო. ეს არის ბრიყვული ლოგიკა. ამ 60 მილიონის შეჩერებას რამდენიმე მილიარდი მოჰყვება, ზოგს გაურკვეველი ვადით შეგვიჩერებენ და ზოგს მერე საერთოდ აღარ მოგვცემენ. ასეთ რისკის ზონაში როდესაც შედის ქვეყანა, სხვები ფიქრობენ, რაღაც მნიშვნელოვანი და თან ცუდი  ხდება საქართველოში და მოდი, მეც გავჩერდები და არ ვიჩქარებ, გადავდებ იმ პროექტებს, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მაქვსო. თვითონ სანქციების დაანონსებაც კი, უდიდესი დარტყმა იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის. სანქციები მთლად  დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს, რომ ნაბიჯი გადავდგით საერთაშორისო იზოლაციისკენ. რეზერვები რომ არ გვაქვს, ეს ისედაც ვიცით და მიმდინარე რესურსებიც არ გაგვაჩნია.

– ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა, ამის გამო, მყისიერად გაძვირდა ყველაფერი, სურსათისა და პირველადი მოხმარების საშუალებების  ჩათვლით. ისედაც დამშეული ხალხი, კიდევ უარესად დაიმშა. სადამდე შეიძლება ამას გაუძლოს ხალხმა?

– ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, უკიდურესი გაჭირვებაა. სამწუხაროდ,  სტაბილიზაციის არანაირი ობიექტური ფაქტორი არ არსებობს. იგივე ლარის კურსის ვარდნაზე როდესაც ვლაპარაკობთ, რა არის ლარის კურსი? მოთხოვნა–მიწოდება, ხომ? მოთხოვნა კმაყოფილდებოდა იმპორტის ხარჯზე, ჩვენ მომხმარებელი ქვეყანა ვართ, იმპორტის მოცულობა დიდია და შესაბამისად, დიდია დოლარზე მოთხოვნილება. დოლარზე მოთხოვნილება, წლიდან წლამდე, ბალანსდებოდა პირდაპირი ინვესტიციებით, ტურისტული ბიზნესიდან შემოსავლებით, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე და ასე ვთქვათ, ქეშით – ჩვენი ემიგრანტების  მიერ გამოგზავნილი უცხოური ვალუტით. ამ სამივე პოზიციაზე გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. ემიგრანტებისგან ფულადი გზავნილები მეტ–ნაკლებად შემოდის, მაგრამ  პირდაპირი ინვესტიციების კუთხით სრული კატასტროფა გვაქვს, ტურიზმიც შავ დღეშია და ზაფხულის  ტურისტული სეზონი რომ ჩავარდნილია, ამაში  ეჭვი არავის ეპარება. იმის ილუზია, რომ ტურიზმიდან  უცხოური  ვალუტა შემოვა, არ უნდა გვქონდეს. ეს ობიექტური მიზეზების გამო წარმოქმნილი პრობლემაა და არა იმდენად ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რამდენიმე  წლის განმავლობაში საერთაშორისო მიგრაცია კატასტროფულად დაიკლებს. პანდემია რომც დამთავრდეს, სამყაროს ისეთი სტრესი აქვს მიღებული მიგრაციასთან დაკავშირებით, რომ  ძირითადად შიდა ტურიზმზე გადავა ხალხი. შესაბამისად, სავალუტო შემოსავლის დეფიციტი გვაქვს ძალიან დიდი, ამ ხვრელის დაპატარავებას  ეროვნული ბანკი ცდილობს საგარეო ვალებით,  მაგრამ გათავდება და დასრულდება ეს. ერთ დღესაც აღარ მოგვცემენ კრედიტებს და მერე რას აპირებენ?  მე მეჩვენება, რომ ბაზარზე ზოგიერთი პროდუქციის გაძვირება, გარკვეული სპეკულაციაა  და არა მხოლოდ ინფლაციური პროცესით გამოწვეული.  ბევრი რამ  იმაზე მეტად გაძვირდა, ვიდრე ლარის გაუფასურებას  შეიძლება გაეძვირებინა. კი, ბატონო, ერთის მხრივ დოლარის კურსზეა  მიბმული  ფასები, მაგრამ გაძვირების ხარისხი ზოგიერთი პროდუქტის, განსაკუთრებით კვების პროდუქტებისა, ბევრად აჭარბებს დოლარის კურსის ზრდას. რაღაც სპეკულაციური ელემენტებიც  გაჩნდა, ან ხელოვნური დეფიციტი იქმნება, რისი ობიექტური საფუძველიც ბაზარზე არ არსებობს. მოკლედ, ბაზარიც აირია, ყველაფერში ქაოსი  და განუკითხაობა გვაქვს.

– ბატონო გია, ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმის შესახებ, რომ შესაძლოა დადგეს მომენტი, რომ ხალხმა ვეღარ გაუძლოს ამდენ გაჭირვებას, ულუკმაპურობას და შიმშილით სიკვდილის შიშმა,  ყველა სხვა შიში დააძლევინოს და გარეთ გარეთ გამოიყვანოს. ხომ არ დადგა ეს დრო და ეს ხალხი, ამ სიდუხჭირისა და  შიშის დაძლევის პიკზე ხომ არ არის?

– კი, მაგრამ ხალხს სჭირდება მაორგანიზებელი ძალა და როგორც წესი, ოპოზიცია აკეთებს ამას. ჩვენ საუბარი ზუსტად იმით დავიწყეთ, რომ ხრამია ხალხსა და ოპოზიციას შორის. ასე, რომ ჯერ ეს სოციალური პროტესტი სამზარეულოებშია ჩაკეტილი. აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამ პროტესტის აკუმულირებას მოახდენს და სამზარეულოებიდან გარეთ გამოიტანს, ხალხს გარეთ გამოიყვანს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, სოციალური ბუნტი ეს კატასტროფაა, ყველაზე მძიმე და აგრესიული ფორმაა პროტესტისა.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved