• რეკლამა
  • კონტაქტი
13:27, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს მოხდებოდა ან თურქეთიდან, ან აზერბაიჯანიდან, ან სომხეთიდან…” – ზილფიმიანი

ალია ავტორი - ალია
16:09 10-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

დეპუტატი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ შემოვიდოდა.

„მინიმუმ, სამი ქვეყანა არის გამოსაყენებელი, სახმელეთო გზით, საქართველოში რომ მოხვდე. დღეს, მსოფლიო ცივილიზაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა ისე გადაკვეთოს საზღვრები, არსად არ გამოჩნდეს და არ იყოს რეგისტრირებული. 

ის თუ საქართველოში შემოვიდოდა, ეს მოხდებოდა ან თურქეთიდან, ან აზერბაიჯანიდან, ან სომხეთიდან, რადგან უკრაინას ამ სამ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, ის, რომ ვინმემ ხოხვით გაიარა ოთხი ქვეყნის საზღვარი – გამორიცხულია. არის კიდევ მეორე გზა – ის თვითმფრინავით ჩაფრინდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, სამოქალაქო ავიაციის მგზავრთა გადაყვანის რეესტრში აუცილებლად გამოჩნდებოდა. ეს არის სრული აბსურდის თეატრი და რატომღაც ამ ლოგიკურ და ფაქტობრივ გარემოებებს არავინ იხსენებს. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანის სახე არის კამერაში და მის უკან რა ხდება, ამის გაკეთების ათობით მეთოდი შემიძლია ჩამოგითვალოთ, რადგან იცით, რომ ამ სფეროში უცხო არ ვარ. მითუმეტეს, იმ უხარისხო ჩანაწერზე კონტურების ანალიზიც კი ვერ გაკეთდება. ეს არის თეთრი გვირისტით შეკერილი. ვისაც სჯეროდა რომ მიშა საქართველოში ჩამოვიდოდა, ის ამას ამ ვიდეოს გარეშეც დაიჯერებდა.  ამიტომ, რას ველოდებით? რომ რაღაც გამოიძიონ? აქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის. ის ამით ცდილობს მისი ბრმა მხარდამჭერების მობილიზებას და ამ  ვიდეოს სახით, კიდევ უფრო დაარწმუნა ისინი, თითქოს უკვე საქართველოშია.

ვინც საღად მოაზროვნეა, მისთვის, ცხადია რომ ეს არის აბსურდი. გასაგებია, რაც ხდება, არჩევნებამდე დარჩენილია 24 საათი და უფრო მეტი მობილიზება რომ მოხდეს, მისი მხარდამჭერების, სწორედ ამას ემსახურება ეს ყველაფერი.

საზოგადოებას რატომ ვამყოფებთ გაურკვევლობაში? ნებისმიერ ჟურნალისტს უთხარით ეს მიზეზები და არგუმენტირებულ პასუხს ამაზე ვერავინ გასცემს, სანამ ერთი ფაქტობრივი გარემოება არ იქნება“

შეგახსენებთ, სპეციალისტების თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ვიდეო ასეთი უხარისხოა, ეს დიფფეიკს გამორიცხავს:

(ვიდეო) – “ეს ვიდეო გამორიცხავს, რომ ეს იყოს Deepfake” – რას ამბობს სპეციალისტი სააკაშვილის ვიდეოებზე?

თეგები: დავით ზილფიმიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved