• რეკლამა
  • კონტაქტი
04:20, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს კუჭავა ვინ არის? რა უნდა? რისი სიმბოლოა? რა სირცხვილია” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
02:03 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,1979 წელს ხალხის მიერ პირველად არჩეული ევროპარლამენტის თავმჯდომარე სიმონე ვეილი გახდა. საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჰოლოკოსტის დროს აუსშვიც-ბირკენაუს ბანაკის ტყვე იყო. ყველაზე სახალხო საერთო ევროპული კრების მეთაურად მისი არჩევა მეოცე საუკუნის უდიდესი ტრაგედიის გადააზრებისა და ახალ თანამეგობრობაში სამოქალაქო მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობის სიმბოლო გახლდათ.

გერმანიის ბუნდესტაგის დღევანდელი პრეზიდენტი ვოლფგანგ შოიბლე თითქმის 50 წელია პარლამენტის წევრია, არაერთი კანცლერის პირობებში არაერთი სამინისტროს ხელმძღვანელი ყოფილა. გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში ფინანსთა ფედერალური მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს განუზომელი გახადა გერმანული კაპიტალის გავლენა ევროპის ღარიბ ქვეყნებზე. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის თავდასხმის გამო 1990 წლიდან ეტლით მოსარგებლეა. იგი გერმანული პოლიტიკის ქრისტიან-დემოკრატიული, ბიურგერული ტრადიციებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ ითვლება.

საქართველოს დემოკრატიული წესებით არჩეული პირველი პარლამენტის პირველი თავმჯდომარე, ბ-ნი კარლო ჩხეიძე მთელ მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი სოციალისტი, ცარისტული რეჟიმის დამხობის ერთ-ერთი ავტორი, ილია ჭავჭავაძის საფლავზე საქართველოს მუშათა კლასის სახელით სიტყვის წარმომთქმელი გახლდათ. იგი პირველ რესპუბლიკასა და საერთაშორისო მემარცხენე მოძრაობას შორის ხიდის ფუნქციას ასრულებდა.

პრეზიდენტი გამსახურდია და პრეზიდენტი შევარდნაძე სანამ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდებოდნენ, იქამდე პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ და გრანდიოზული მნიშვნელობისა და ავტორიტეტის პოლიტიკოსები გახლდნენ.

90-იან წლებში ევროსაბჭოში საქართველოს ინტეგრაციისა და ლიბერალური დემოკრატიის პირველადი ინსტიტუტების მშენებლობის საქმეს სათავეში პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ედგა…

ეს კუჭავა ვინ არის? რა უნდა? რისი სიმბოლოა? რა სირცხვილია… როგორ შეიძლება ასეთ წარმომადგენლობით პოსტზე ასეთი უსახოს დანიშვნა.

მაგრამ თმას მაინც იწესრიგებს, ცოტა შეღავათია.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved