ხშირად ისმის კითხვა, გაჩნდებოდა თუ არა საბურთალოს კლასტერი შეზღუდვები რომ არ შემსუბუქებულიყო“ – ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ კითხვას „იმედის“ ეთერში პასუხობს:
„საბურთალოს კლასტერი არ არის ორშაბათს, ან ორშაბათის შემდეგ ჩასახული კლასტერი. ვინაიდან ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდება ინფექცია და მას აქვს 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდი, მოიხსნებოდა თუ არა ეს რეგულაციები, საბურთალოს კლასტერი მაინც აუცილებლად იქნებოდა. ამიტომაც, ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა შეეპაროთ იმაში ეჭვი, რომ ჩვენ კვლავ ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს… მდგომარეობა არის კონტროლის ქვეშ. ამასთან, არ არის სასურველი, რომ ჩვენი მოქალაქეები მოდუნდნენ.“
“ალია” ქალბატონო მინისტრო, ახალციხის კლასტერი, რომელიც რუსეთიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა გაავრცელეს და როგორც მედია წერს, ამ მოქალაქეებს კარანტინი არ გაუვლიათ, როგორღაც თავი აარიდეს – ეს ახალციხის კლასტერი, როდის ჩაისახა?
რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან გადმოსულ ადამიანებს თუ არ შეამოწმებთ და კარანტინშიც არ გაუშვებთ, გინდ შეზღუდვები დააწესეთ და გინდ მოხსენით.
კომენტარები