• რეკლამა
  • კონტაქტი
17:54, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს კანონი ემსახურება რუსული შავი სალაროს საქართველოში ტრანსფერს – ბიძინა ყიდის საქართველოს” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:26 04-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
489

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ეხმაურება ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვით პირს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები და ტვ პირველთან, ამბობს:

საქართველოსგან აკეთებენ ოფშორს, თან ოფშორს რისთვის და ვისთვის? მოვისმინე კომენტარები, რომ ეს კეთდება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისთვის. მე ვფიქრობ, ბევრად უფრო მძიმედ არის საქმე. რუსული, სანქცირებული, კრიმინალური, შავი სალარო დღეს შეშინებულია, ისინი ვეღარსად ნახულობენ ნავსაყუდელს, ეს კანონი, ჩემი აზრით, ემსახურება რუსული შავი სალაროს საქართველოში ტრანსფერს.

ბიძინა რომ თავის პირად პრობლემებს გადაწყვეტს, ეს ერთია, გადაწყვიტოს, ჯანდაბას, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების თემა არ არის, მაგრამ ფაქტია, რუსული სალარო, რუსული აქტივები შემოვა. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება რუსეთს პირდება, – ჩვენ, ძმაო, ვაკონტროლებთ ყველაფერს და დაცული იქნება ეს რუსული, შავი სალარო საქართველოში, სასამართლო ჩვენია, დაგიცავთ, მურუსიძე ჩვენია, ფარცხალაძე ხომ დაიცვეს. რუსული ფული არის პუტინის პირადი სალარო, რომელიც მუშაობს ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, ჩვენ წინააღმდეგ.

ნაყიდი ჰყავთ უკვე ორ შაურად ნახევარი ხელისუფლება, ამათ ხომ მორალი, ზნეობა არ აქვთ, რა პატრიოტიზმი, ორ შაურად გაყიდულები არიან, პატრიოტები, აი, აქ დგანან. ბიძინა ეუბნებოდა იმათ, მოიტათ თქვენი აქტივები, ისინი ეუბნებიან, მერე შენ გარანტიას გვაძლევ, რომ არაფერი შეიცვლება? ბიძინა იმით, რომ ბავშვებს ცემენ დღეს, ბავშვებს ასისხლიანებენ, ამით ამბობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, ყიდის ქვეყანას ფაქტობრივად, მთელი არმია ჰყავს გამყიდველების.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved