• რეკლამა
  • კონტაქტი
15:55, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“ – გახარიას პარტია

ალია ავტორი - ალია
15:02 09-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია განცხაცებას ავრცელებს:

„გუშინ, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრაზე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ აგრესიულად მოითხოვა სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება და, შესაბამისად, აღნიშნული ქართული ტერიტორიების საოკუპაციო ძალებისთვის გადაცემა.
საოკუპაციო რეჟიმი უსინდისოდ ცდილობს ჩორჩანას ტერიტორია საკუთარ მიწად გაასაღოს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს დუმილით ხვდება და საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას როგორც ცხინვალის რეჟიმის მოთხოვნებზე, ისე საკუთარ საპასუხო პოზიციაზე.
იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, „ქართული ოცნება“ ასამართლებს საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებისა და ქართული მიწის მცოცავი ოკუპაციისგან დაცვის გამო.
„ქართული ოცნების“ უწყვეტი დუმილი ჩორჩანასთან დაკავშირებით აჩენს მძიმე ეჭვებსა და შეშფოთებას ხელისუფლების შესაძლო მზაობაზე, ჩაიდინოს ღალატის უპრეცედენტო აქტი და ქართული მიწები საოკუპაციო რეჟიმს დაუთმოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ აქტში მონაწილე თითოეული პირი პასუხს აგებს კანონისა და ისტორიის წინაშე.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ქართველ ხალხს ჩორჩანასთან დაკავშირებით საკუთარი განზრახვების შესახებ და ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, არ გადადგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც საოკუპაციო ძალებისთვის ქართული ტერიტორიების დათმობას დაუშვებს'”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved