• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იყო ჯოჯოხეთი – ამას 4 დღის მშიერი სერგი მეუბნება… სერგეის დედის წერილი დამხვდა: Теперь я смогу спокойно умереть за нашу землю!” – ნაჯა ორაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:35 03-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,174
ნაჯა ორაშვილი:
“დღეს კრაკოვიდან ბებია და 8 წლის სერგეი დეიდასთან Eto Gugava ჩამოვიყვანეთ, რომლებმაც კრივოიროგიდან პოლონეთის საზღვრამდე უფანჯრო ელექტრომავალით რამდენიმე დღე გაუჩერებლად იმგზავრეს.
ბებიამ ბავშვები იატაკზე გვეწვინა, ქალები ფეხზე ვიდექითო. 18 საათიანი ფეხზე დგომისგან ქალებს გული მიგვდიოდა, ვითიშებოდით და ბავშვები გვასულიერებდნენო.
“მატარებელი კი არა, ეს იყო ჯოჯოხეთი” ამას 4 დღის მშიერი სერგი მეუბნება – კიევთან სირენების ხმაზე მატარებელი გაგვაჩერებინეს, ყველა იატაკზე დაწოლა მოგვთხოვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთში აზელილები ვისმენდით ციდან ბომბები როგორ ცვიოდაო. ყველა წამს გვეგონა რომ ავფეთქდებოდითო. ელექტრომავალში ტუალეტიც არ იყო და ამიტომ წყალსაც არ ვსვამდითო.
პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგი ფეხით გაიარეს. სერგეის რადგან პასპორტი არ აქვს საზღვრის კვეთისთვის საჭირო ერთჯერადი საბუთის ასაღებად კრაკოვში 8 საათიან რიგში მოუწიათ ყოფნა. აეროპორტის მესაზღვრეებიც დიდხანს ფიქრობდნენ გაეშვათ თუ არა, ამიტომ ყველაზე ბოლოს მოგვიწია თვითმფრინავში ასვლა, რომელიც უკრაინელი ქალებით და ბავშვებით იყო სავსე. ყველა ერთადერთ რამეზე ნერვიულობდა საქართველოშიც რუსები ხომ არ დაგხვდებიანო.
სერგეიმ დღეს პირველად იფრინა. მიწაზე აღარ მინდა დაშვება, სულ მინდა ცაში ვიფრინოო. თან ყოველწამს ტელეფონში მისი მშობლების ფოტოებს გვანახებდა, რომლებიც უკრაინაში მეათე დღეა გმირულად იბრძვიან.
საქართველოს საზღვარზე ძალიან კეთილგანწყობილები დაგვხვდნენ, უფასო მგზავრობა და კვება შეგვთავაზეს, გარეთ გამოსულებს აცრემლებულმა ტაქსის მძღოლებმა ფული აჩუქეს.
გავაცილეთ ეს ორი უშიშარი ადამიანი, როგორც ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი გულიც მათ გაჰყვა.
ტელეფონი რომ გავხსენი, სერგეის დედის წერილი დამხვდა ‘ Я благодарна вам до конца своих дней!!!! Спасибо большое за поддержку и помощь!!!! Теперь я смогу спокойно умереть за нашу землю!!!!
ხოდა ვზივართ და სასოწარკვეთისგან ხმამაღლა ვტირივართ.
ერთი რაც ზუსტად ვიცი ამ ბავშვების და ქალების წამების გამო, ამ შემზარავი ისტორიების, ტრაგედიებისა და მოუშუშებელი ჭრილობების გამო, რაც რუსეთმა ორივე ერს მოგვაყენა პასუხი ძალიან მალე უნდა აგოს.
ბოროტება უნდა დასრულდეს.”
თეგები: ნაჯა ორაშვილირუსეთ-უკრაინის ომიუკრაინაუკრაინელი ქალები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved