• რეკლამა
  • კონტაქტი
19:15, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს იმაზე დიდი აბსურდია, ვიდრე ცხელი თოვლი და და თუ ამ ფასეულობას არ იცავ, ესეიგი შენც ივანიშვილი ხარ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:37 07-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვარდების რევოლუცია, თავისი არსით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სოციალური ჯგუფების ჩართულობის და მონაწილეობის გაფართოებისკენ მიმართული მოვლენა იყო.

ვარდების რევოლუციის ამოცანა, 200 წლიანი წყვეტის შემდეგ, ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული, ერი სახელმწიფოს შექმნა იყო.

მართლაც – სოციალური ჯგუფების ჩართულობა ვარდების რევოლუციის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

– საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნდნენ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებას არ ცნობდნენ

– საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნდნენ რელიგიური უმცირესობები, რომლებსაც მანამდე დევნიდნენ

– კორუფცია მოისპო და განათლება ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, ვისაც სწავლის უნარი ჰქონდა – ახალი ელიტის შექმნა დაიწყო

და ა. შ.

2012 წლის არჩევნები, ფორმით არჩევნები იყო.

შინაარსით – კონტრრევოლუცია.

ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებიდან გარიყვას შეუდგა:

ა) უპირველეს ამოცანად დღემდე ნაცების განადგურება და მათი პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვა რჩება

ბ) დაიწყო ძალადობა რელიგიური უმცირესობების მიმართ და მათი ხელახალი გარიყვის მცდელობა (ნიგვზიანი, წინწყარო და ა. შ.)

გ) სასტიკი ძალადობა დაიწყო სექსუალური უმცირესობების მიმართ, რომლებიც მართალია მტკივნეულად, მაგრამ ასევე იწყებდნენ თავის დამკვიდრებას.

დ) დაიწყო ძალადობა უცხოელების მიმართ, აიკრძალა მიწის გაყიდვა – რამაც ეკონომიკური ცხოვრებიდან გათიშა ბევრი ქართველი

ე) ახლა უკვე არჩევანის უფლება წაართვა მათ, ვინც მისი ამომრჩეველი არ არის

გაგრძელება კიდევ შემიძლია, მაგრამ დავამოკლებ, რომ მთავარი სათქმელი ვთქვა:

ყველა ბრძოლას აქვს თავისი შინაარსი.

ადამიანები რომ გაგყვნენ, უნდა იცოდნენ რას იცავ და რისგან იცავ.

შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმს ებრძოდე და თავგამოდებით არ იცავდე კონკრეტული ჯგუფის, სექსუალური უმცირესობის სრულუფლებიან ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ეს იმაზე დიდი აბსურდია, ვიდრე ცხელი თოვლი.

ივანიშვილთან ფასეულობების ბრძოლაში ვართ და თუ ამ ფასეულობას არ იცავ, ესეიგი შენც ივანიშვილი ხარ და მას კი არ ებრძვი, საკუთარი ძალაუფლებისთვის იბრძვი.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილითამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved