ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
“თუ ხელისუფლებას ეს მოძალადეების ბანდა ხელიდან არ გაექცეს, აგერაც ნახავს.
ეს გამოქვაბულის კაცუნები და ქალები მართლა…
ნეანდერტალელი არსებები.
ახლა “ოცნების” დასაქმებულებს ვეკითხები:
თქვენ ხომ გყავთ შვილები, ხომ აქვთ თავისუფალი აზრი, ხომ ვერ დააბამთ სახლში?
როგორ აპირებთ ამ დაძაბულ, ძალადობრივ გარემოში, რომ შვილები უსაფრთხოდ გყავდეთ?
გგონიათ, თქვენთვის მიუღებელ ადამიანებს სცემენ და მერე დამშვიდდებიან, სახლებში წავლენ?
ჭკუა რომ გქონდეთ, თვითონ უნდა ამბობდეთ უარს ასეთ საძაგლობაზე, მაგრამ ჭკუა რომ გქონდეთ, აქამდე ხომ არც მივიდოდა საქმე.
ამ ბრბომ სისხლის სუნი იგრძნო და სულ მალე ვეღარ გაარჩევს, ვის უნდა დაესხას თავს. არ მოეწონება თმის ფერი, ჩაცმლობა, სიცილი, ფეხსაცმლის თასმა თუ ქუდის ფასონი და სხვა მიზეზი არც სჭირდება.
ჰოდა რას აპირებთ-მეთქი, ასე ჩუმად უნდა უყუროთ ამ სიტუაციას და თქვენი სიჩუმითა და “ოცნებისადმი” სამადლობელი პოსტებით უნდა წაახალისოთ ის, რაც თქვენივე შვილების უსაფრთხო ცხოვრებას ემუქრება?
არ აქვს გამართლება ამ ძალადობაზე ღლიცინსა და კმაყოფილებით ხელების ფშვნეტას. ასეთი გარემო ყველასთვის სახიფათოა და ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდეთ ამას. არაა ეს რთული მისახვედრი.”
კომენტარები