ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძის თავდასხმას მთავარი არხის ჟურნალისტზე, ეხმაურება და ამბობს:
“ეს ხელწერა უკვე კარგად არის საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აგრესიული ხდება. ისინი ყველაფერ იმას, რაც კი ძალადობას ეხება და მათ ეხება, ასე ვთქვათ, თარგმნიან, რომ თურმე არსებობს რაღაც ზღვარი, არსებობს თმენის ვალდებულების ზღვარიც, არსებობს თურმე პოლიტიკაში, შესაბამისად, ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია. მე ვგმობ ამ პოზიციას. ეს არის სუსტი კაცის პოზიცია, როცა პირდაპირ ეთერში, ან თუნდაც არაპირდაპირ ეთერში ძალადობ ახალგაზრდა ჟურნალისტზე რა კითხვაც არ უნდა დასვას მან.”
კომენტარები