• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის “პოლიტსამედიცინო” დასკვნა და ამას ჩრდილოეთ კორეაშიც არ იკადრებდა ექიმი” – რა შეუსაბამოებაა ექსპერტიზის დასკვნაში?

ალია ავტორი - ალია
20:00 01-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

პოლიტიკოსი, “ტრიბუნას” წევრი, კოტე კემულარია:

“ამ შუბლზეკამეჩტყავგადაკრულმა, უდანაშაულოდ , კოლეგების თვალწინ, უმოწყალო ცემით მოკლული, ახალგაზრდა ჟურნალისტის ტრაგედია გაუპრავა ხელისუფლებას. ორმაგი ტრაგედიაა, რომ მოკლულის უფლებადამცველად დაქირავებულის რანგში ჩაიდინა ეს უგვანი საქციელი.

ეს არარის მხოლოდ ერთი ოჯახის, ან ჟურნალისტური თანამეგობრობის ტრაგედია.

ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მორგება მმართველი პარტიის და პოლიტიკური პოლიციის მიერ სიკვდილის ღამესვე გავრცელებულ “უტყუარ ვერსიაზე”- ლაშქარავა ზედოზირებით დაიღუპაო- არის სახელმწიფო გამოძიების და ექსპერტიზის მიმართ ნდობაზე უდიდესი დარტყმა.

რატომ?

ხელისუფლება რომ არის ეჭვმიტანილი ლაშქარავას მკვლელების ქუჩაში გამოყვანაში და მფარველობაში ი მ ი ტ ო მ!

რაც შეეხება დასკვნის სანდოობას.

“ზედოზირება სიკვდილის მიზეზად”- იმ ღამესვე დალაგდნენ ოცნების ლიდერები და ლამის ტელევიზიით დაუკვეთეს ეს დასკვნა. ამის გულისთვის, კამერების თვალწინ, გულგახეთქილი დედისთვის შვილის ჯერ არგაციებული ცხედრის ხელიდან მხეცურად გამოგლეჯასაც კი არ მოერიდნენ. მიდი და დაიჯერე “ეს უტყუარი კვლევა”.

მთავარი მაინც მეორე ნაწილი არის:

“სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშ ადგილებში-საფეთქელში, შუბლში, თვალის ბუდეში, ანუ თავის ქალის შიდა მიდამოში, მრავლობითი მოტეხილობები, ჩარჩენილი თვალბუდის ნატეხები, ყველაფერი ამის გამო გაწვეული თავის ტვინის დაზიანებები, თურმე ნუ იტყვით, არაფერ შუაში არ შეიძლება იყოს გარდაცვალებასთანო”.

თანაც, სავარაუდოდ კი არა-კატეგორიულადო!!!

ბევრი უმძიმესი მკვლელობა მაქვს გამოძიებული. არაერთხელ მომხდარა -ძალიან გამოცდილ ექსპერტს გაპარვია (არაგანზრახ)თავის ქალაზე ტრავმის უმნიშვნელო, შეუარაღებელი თვალით შეუმჩნეველი ბზარი. ჩვენს მიერ დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზას თავის ქალის მიკროსკოპიული კვლევით აღმოუჩენია ეს ფარული ბზარები, რაც მთლიანად ცვლიდა საქმის ვითარებას.

არც ევროპაში და არც ამერიკაში, ქალაზე მოტეხილობების მიკროსკოპიული კვლევების გარეშე ვერ დგინდება -თუ გამოიწვია სიკვდილი ამ დაზიანებებმა.

კატეგორიულად ლაპარაკი იმაზე, რომ -ნაცემი ჟურნალისტის თავის ქალაზე, თვალბუდეში მოტეხილობები —“არ ყოფილა კავშირში გარდაცვალებასთან”, ეს არის “პოლიტსამედიცინო” დასკვნა და ამას ჩრდილოეთ კორეაშიც არ იკადრებდა ღირსების მქონე ექიმი.

ფორმალური ლოგიკისმკაცრი კანონებით, თუ თქვენ უკვე “უტყუარად”

გქონდათ დადგენილი სიკვდილის მიზეზად ზედოზირება, გამოძიებას რაღაში აინტერესებდა – “რა გარემოებები არ იყო კავშირში გარდაცვალებასთან”.

ამ კითხვით ხომ, მხოლოდ პოლიტიკოსები იყვნენ დაინტერესებულნი?

თქვენ “პოლიტტექნოლოგიური ექსპერტიზაც” გამოგივიდათ.

სამარცხვინო და სახელმწიფოსთვის/არამარტო ხელისუფლებისთვის/თავისმომჭრელი ფაქტია.

სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს მეთოდიკა და გავიგოთ დეტალურად – იყო თუარა თავის ქალის მიკროსკოპიული კვლევები ჩატარებული. მხოლოდ ასე დგინდება, თვალბუდე რომ არის ჩამსხვრეული, იქიდან იყო თუარა წასული თვალით შეუმჩნეველი ბზარები მიმდებარედ. ნებისმიერ ასეთ “შეუმჩნეველ ბზარს “ , თუ არ უმკუნალებ, შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი, თანაც არაუცებ, რამდენიმე დღეში. ჩვენ ვიცით, რომ ლექსო რამდენიმე , ორ თუ სამ დღეში, კლინიკიდან ქუჩაში დატოვეს. “თვითონ წავიდაო”, ესეც იკადრეს.

ამის გატარება არ შეიძლება.

ყველაფერი უნდა ვიღონოთ, საერთაშორისო-კომისიური ექსპერტიზის ჩათვლით (მაპატიეთ, მძიმე ტერმინოლოგია)-თავის ქალის უტყუარი კვლევა თვეების კი არა, წლების მერეც შესაძლებელია.”

თეგები: ალექსანდრე გეჯაძეკოტე კემულარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved