• რეკლამა
  • კონტაქტი
00:02, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას” – სააკაშვილის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
15:56 10-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში პატიმრის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას არ ეთანხმებიან.

ბექა ბასილაია:

“რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერ კლინიკაზე თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას მოვახდენთ იქ. გუშინ კი მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის გაცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება 18-ე დაწესებულებაში.

ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც აქვს ციხის ადმინისტრაციასა და პენიტენციურ სამსახურს მთელი წლების მანძილზე. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ. ახლა ამბობენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში უნდა იქნეს გადაყვანილი, სადაც არის ათასობით პატიმარი და მსჯავრდებული სხვადასხვა საქმეზე და იქ უნდათ მოაწყონ “შუმოვკები” და უნდათ დადგან პროვოკაციული სცენები”

20 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში პაციენტი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისივე თქმით« აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved