ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“გადასარევი ეტაპი უდგას ქართულ ოცნებას.
ერთმანეთის დაჭერაზე გადავიდნენ.
ნინო ჯღარკავა კი სოსო გოგაშვილს დედას აგინებს.
ეს მხოლოდ დასაწყისია.
ზოგადად, მაგარი სტადიაა – ფეხებზე დაიკიდეს ჟურნალისტების უკანონო მოსმენის ამბავი, თვითონვე გაავრცელეს, რომ თავისი სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი დაეჭირათ. უფრო დიდი ამბავი შესწირეს უფრო პატარა ამბავს, მაგრამ ეს გოგაშვილის დაჭერა უფრო დიდი რამე ჰგონიათ, ვიდრე უკანონო მოსმენების საკუთარი ტელევიზიებით აღიარება. ესეც სიმპტომატურია.
და როცა დადგება დრო, ამ უკანონო ჩანაწერების ავტორების დაჭერის, მაგ სცენასაც ვნახავთ და კიდევ ბევრ რამეს.”
(ვიდეო) – სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში – “ბავშვს არ ესროლოთ”
კომენტარები