• რეკლამა
  • კონტაქტი
19:24, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა იქნება სექტემბრიდან” – კახა კახიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:23 07-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,297

ყოფილი პარლამენტარი, კახა კახიშვილი:

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აუცილებელია. ეს ქვეყნის მთავარი გამზირია და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. ამიტომ მისი განახლება მხოლოდ მისასალმებელია.

თუმცა, ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებაც სწორად იყოს ორგანიზებული.

დღეს ჯერ კიდევ ზაფხულია. ბევრი ადამიანი შვებულებაშია, სკოლები და უნივერსიტეტები არ ფუნქციონირებს, ქალაქიც შედარებით ნაკლებად არის დატვირთული. მიუხედავად ამისა, უკვე დღეს ვხედავთ, რამდენად გაიზარდა საცობები.

ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა იქნება სექტემბრიდან.

გაიხსნება სკოლები და უნივერსიტეტები, აქტიურ მუშაობას დაუბრუნდება პარლამენტი, სრული დატვირთვით იმუშავებს მთავრობის ადმინისტრაცია, სხვა სახელმწიფო უწყებები, მნიშვნელოვნად გაიზრდება კერძო სექტორის აქტივობაც. სწორედ ამ მიმართულებით ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანს უწევს გადაადგილება.

თუ უკვე დღეს ასეთი მდგომარეობაა, მოდი, დღესვე ვიფიქროთ, როგორ უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე თვე ისე, რომ აუცილებელი რეაბილიტაცია ქალაქისთვის ყოველდღიურ პრობლემად არ გადაიქცეს.

კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც ყურადღება აუცილებლად სჭირდება. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტია.

18-მეტრიანი ავტობუსები სწორედ რუსთაველის მსგავსი ფართო გამზირებისთვის იყო გათვლილი. იქ ისინი ავტობუსის სპეციალური ზოლებით მოძრაობდნენ და მგზავრებს სწრაფად და კომფორტულად გადაჰყავდათ დანიშნულების ადგილამდე.

დღეს კი იგივე ავტობუსები ვიწრო ქუჩებზე გადაადგილდებიან. ზოგიერთ ქუჩაზე ორ მსუბუქ ავტომობილსაც კი უჭირს ერთმანეთის გვერდით გავლა. ასეთ პირობებში საცობში მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები კი არ დგანან, საათობით ჩერდებიან ავტობუსებიც.

ყველაზე მეტად კი ისევ ის ადამიანები ზარალდებიან, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ავტობუსით უფრო სწრაფად მივიდოდნენ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ დღეს ისინიც იმავე საცობში ხანდახან ერთ საათზე მეტხანს, ზოგჯერ კი ორ საათამდეც არიან გაჩერებულები.

ეს პრობლემა უკვე მხოლოდ რამდენიმე ქუჩას აღარ ეხება. ჯაჭვური რეაქციით საცობები მთელ ქალაქზე ვრცელდება, გავლენას ახდენს აეროპორტის მიმართულებით მოძრაობაზეც და საბოლოოდ მთელი ქალაქის გადაადგილებას ართულებს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი.

თუ ვიწრო ქუჩაზე ერთმანეთის უკან გაჩერდება 18-მეტრიანი ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილები და სხვა ტრანსპორტი, როგორ უნდა გაიაროს სასწრაფო დახმარების მანქანამ, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ან პოლიციამ? როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, ზოგჯერ თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამასთან, საუბარი არ არის რამდენიმე დღეზე ან ერთ კვირაზე. საუბარია რამდენიმე თვეზე. თუ სამუშაოები ნოემბრამდე, ან შესაძლოა წლის ბოლომდეც გაგრძელდეს, ამ ყველაფერზე ფიქრი და დაგეგმვა დღესვე უნდა დაიწყოს.

ალბათ, ახლა სწორედ დროა, დროებით გადაწყვეტილებებზეც ვიფიქროთ. მაგალითად, იმ მარშრუტებზე, რომლებიც დღეს ვიწრო ქუჩებზეა გადატანილი, დროებით მცირე ზომის ავტობუსების ან მიკროავტობუსების გამოყენება. იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მოქნილი სამუშაო გრაფიკის ან დისტანციური მუშაობის დროებით დანერგვა. ასევე შესაძლებელია სამუშაო საათების განსხვავებულად განაწილებაც, რათა ქალაქზე დატვირთვა შემცირდეს. ეს პრობლემას მთლიანად ვერ მოაგვარებს, მაგრამ ამ რამდენიმე თვის გაცილებით უკეთ მართვაში ნამდვილად დაგვეხმარება.

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის ორგანიზება შესაძლებელია. მთავარია, პრობლემებზე წინასწარ ვიფიქროთ და არა მაშინ, როცა სექტემბრიდან ქალაქი უკვე ყოველდღიურ საცობებში აღმოჩნდება.

რუსთაველის რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა დასრულდეს და რაც შეიძლება ხარისხიანად. მაგრამ თუ ამ რამდენიმე თვეს სწორად დავგეგმავთ, ქალაქიც უფრო გამართულად იმუშავებს და მოსახლეობაც გაცილებით ნაკლებ დისკომფორტს იგრძნობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved