“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
“ერთადერთი ახსნა, რაც „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების შიმშილობას შეიძლება მოვუძებნოთ არის ის, რომ საახალწლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის საკითხმა აქტუალობა არ დაკარგოს.
თუ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, მათ შორის ნიკა მელიას მოუსმენთ, თავად ამბობს, რომ არანაირი მოლოდინი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, არა აქვს. იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ამის ერთადერთი გზა შეწყალებაა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შიმშილობა აზრს მოკლებულია. ამიტომ, რთულია ამ შიმშილობას ლოგიკური ახსნა მოუძებნო. ამავე დროს საინტერესოა ინფორმაცია, რაც გუშინ გავრცელდა, რომ პარტია მედიისთვის დახურეს და იქ არავის უშვებენ. უცნაურია ფორმა, რაც მათ აირჩიეს. შიმშილობა ის ფორმა არ არის, რაც პოლიტიკაში შეიძლება იყოს გამოყენებული. ფაქტობრივად, ეს გახლავთ საკუთარი ჯანმრთელობით სხვა ადამიანების შანტაჟი. კარგია, რომ ამ პროცესს სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდა”
კომენტარები