• რეკლამა
  • კონტაქტი
08:03, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
17:22 07-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,000

ფოტოკოლაჟი – bm,ge

ეროვნულმა ბანკმა “ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა – მათ გარდა, დაჯარიმებულია კრიპტოვალუტის ბაზარზე მომუშავე კიდევ 11 პროვაიდერი.

ფულადი სანქცირების მიზეზი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის  კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა გახდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში კომპანიებმა დაარღვიეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც გარიგებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და სამსახურისთვის წარდგენას არეგულირებს.

ირაკლი სესიაშვილის კომპანიას შპს „უნოტრონს“ დარღვევის 3 ფაქტი გამოუვლინდა და 9 000 ლარით იქნა დაჯარიმებული. ხოლო შპს “ვაითბით ჯორჯია”, რომლის 30% სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, 20% ლაშა პაპაშვილს, ხოლო 50% უკრაინის მოქალაქის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაა – 3 000 ლარით დააჯარდა.

დაჯარიმებული კომპანიების ჩამონათვალი:

  1. შპს „ბიტანიკა“ – 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი) კომპანიის წილის 100%-ს დიჯი კაპიტალი ფლობს, რომელიც თავის მხრივ გიორგი კაპანაძის საკუთრებაა. დირექტორი კი ვახტანგ ჭითანავაა;
  2. შპს „ბეთქეივ“ – 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). კომპანია ემ ჯეი ფინტეკ-ის საკუთრებაა, რომლის წილის 100%-ს გიორგი მაისურაძე ფლობს და თავადაა დირექტორიც;
  3. შპს ბიტარი – 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი) კომპანია ვახტანგ გელაშვილის საკუთრებაა, დირექტორის პოზიციას კი მარიამ სილაგაძე იკავებს.
  4. შპს „ფეიბით ჯორჯია“ – 3 000 ლარი (დარღვევის 1 ფაქტი). კომპანიის 50%-ს გიორგი ბიჭიკაშვილი ფლობს, 50%-ს კი ირაკლი სიჭინავა და თავადაა დირექტორიც;
  5. შპს „სტელექსი“ – 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის მესაკუთრე მარგარიტა ჯიშკარიანია, დირექტორი კი ლაშა სვანიძე;
  6. შპს „მატიო“ – 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი რატი მესხიშვილია;
  7. შპს „კრიპტოტექ სოლუშენ“ – 6 000 ლარი (დარღვევის 2 ფაქტი). კომპანიის წილის 17%-ს ნიკა ყოლბაია ფლობს, 83%-ს ეგზაჯორჯია, რომელიც დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა;
  8. შპს „სპორტ ექსჩეინჯი“ – 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). კომპანიის წილის 100%-ს ვალოდია ვერულაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე პაატა ვერულაშილია;
  9. შპს “ვაითბით ჯორჯია” – კომპანია ეროვნულმა ბანკმა 3 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის 30% სულხან პაპაშვილს ეკუთვნის, 20% ლაშა პაპაშვილს, ხოლო 50% უკრაინის მოქალაქის ვოლოდიმირ ნოსოვის საკუთრებაა.
  10. “დიჯიტალ მარკეტს სოლუშენსი” – ჯარიმა სხვადასხვა დარღვევებისთვის 9 000 ლარია. კომპანია კი საფრანგეთის მოქალაქის სედრიკ რაშედის საკუთრებაა;
  11. შპს „უნოტრონ“ – 9 000 ლარი (დარღვევის 3 ფაქტი). კომპანიის წილის 100%-ს ყოფილი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ფლობს, დირექტორი კი საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მიშელი ივანიძეა;
  12. შპს კრიპტო ჩენჯ ბათუმი – კომპანია დარღვევის რამდენიმე ფაქტისთვის ჯამში 9 000 ლარით დაჯარიმდა. მფლობელი ანაიტ ქთოიანია, დირექტორი კი სოფლიო კვირკველია;
  13. შპს “დიჯითალ პლათფორმ“ – 3 000 ლარით დაჯარიმდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიას შპს დიჯიტალ სისტემსი ფლობს, რომლის წილის 44%-ის მესაკუთრე გიორგი დაუშვილია, 25%-ს რევაზ ლაშქარავა, 12%-ს თინათინ კვინტრაძე, 10%-ს ზურაბი ჩომახაშვილი ხოლო 9%-ს გიორგი თუშურაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved