• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექიმს არ უნდა უწევდეს შიშით ფიქრი იმაზე, რომ პაციენტის ტკივილისა და ტანჯვის შესამსუბუქებლად გადადგმულმა პროფესიულმა ნაბიჯმა შესაძლოა, სამართლებრივი ან სხვა სახის სანქცია გამოიწვიოს” – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
13:59 09-13-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
482

“ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია, რომ საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პატივსაცემი საზოგადოებაა. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ სოლიდარობითა და მოსახლეობის განსაკუთრებული მობილიზებით, რაც ქვეყანამ ქალბატონი მაია კოხტაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით იხილა.
ალბათ, არც არის გასაკვირი, თუ რამდენად დიდი იმედია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში, ისეთი გულისხმიერი და მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის არსებობა, როგორიც ქალბატონი მაიაა. სოციალურ მედიაში, ალბათ, გაეცანით ქვეყნის წამყვანი ნევროლოგებისა და ფსიქიატრების შეფასებებს ქალბატონი მაიას პროფესიონალიზმთან დაკავშირებით. მე სრულად ვენდობი და ვიზიარებ მათ პოზიციას.
ჩემი პირადი კავშირებითაც გადავამოწმე ინფორმაცია ახმეტაში და ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ქალბატონი მაიას პიროვნებასა და პროფესიონალიზმს უარყოფითად აფასებდა. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მოსახლეობას სჯერა ექიმის — მისი რჩევების, რეკომენდაციების, დანიშნული მკურნალობის — და, როდესაც უჭირს, მოუთმენლად ელოდება მასთან შეხვედრას.
სწორედ ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა ვცდილობდეთ იმ მეთოდებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, ჩრდილი მივაყენოთ მთლიანად სამედიცინო საზოგადოებას. რატომ ვუბრუნდებით იმ ავადსახსენებელ პერიოდს, როდესაც აქტუალური იყო კამპანია — „შავი ლაქები თეთრ ხალათზე“? რა სიკეთე მოუტანა ამ მოძრაობამ საზოგადოებას, გარდა სამედიცინო საზოგადოებისადმი ნდობის შერყევის მცდელობისა?
მაშინაც მოსახლეობა არ აჰყვა ამ კამპანიას და, ვფიქრობ, ახლაც საზოგადოებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ არ მიიღებს მსგავს მიდგომას — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობენ მაღალი ავტორიტეტისა და საუკეთესო რეპუტაციის მქონე ექიმი სრულიად მიუღებელი ფორმით წარმოაჩინონ.
დავფიქრდეთ: ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ ნუ დავასხამთ ნავთს ცეცხლზე. ამას ნამდვილად არ იმსახურებს მრავალჭირნახული და ღირსეული საქართველოს სამედიცინო საზოგადოება.
ამასთან ერთად, აუცილებელია, დავფიქრდეთ იმ რეგულაციებზეც, რომლებსაც მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე ვიღებთ. ნაჩქარევად მიღებულმა და არასათანადოდ შეფასებულმა რეგულაციებმა შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტებს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს და რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს სამედიცინო პერსონალი.
ექიმის უპირველესი მოვალეობა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ექიმს არ უნდა უწევდეს შიშით ფიქრი იმაზე, რომ პაციენტის ტკივილისა და ტანჯვის შესამსუბუქებლად გადადგმულმა პროფესიულმა ნაბიჯმა შესაძლოა, სამართლებრივი ან სხვა სახის სანქცია გამოიწვიოს.
ამიტომ მივმართავთ გადაწყვეტილების მიმღებებს: გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ ნაჩქარევად მიღებულ რეგულაციებს და შეაფასოთ მათი შესაძლო შედეგები როგორც პაციენტებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის.
ჯანდაცვის პოლიტიკა და რეგულირება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, პროფესიულ კონსულტაციებსა და შედეგების წინასწარ შეფასებას — და არა ემოციებს, პოლარიზაციასა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.“ – წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved