• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექიმს 3 წლის ბავშვის ყურში სამედიცინო იარაღი ჩაუტყდა და ვერ ამოიღო – ბავშვს განუვითარდა სახის ასიმეტრია და დაუზიანდა სასმენი მილი – საია

ალია ავტორი - ალია
17:25 06-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

ქუთაისის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმს 3 წლის პაციენტის სმენის აპარატის დაზიანების გამო 6 თვით სახელმწიფო ლიცენზია შეუჩერდა და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა – ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

“საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, 3 წლის პაციენტი სამედიცინო დახმარებისთვის მიიყვანეს ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვს უცხო სხეული (პლასტმასის ბურთულა) ჰქონდა ყურში მოთავსებული და საჭიროებდა მის ამოღებას. უცხო სხეულის ამოღებისას ექიმს სამედიცინო იარაღი ჩაუტყდა ყურის სასმენ მილში, რომლის ამოღებაც ვეღარ მოხერხდა.

განცხადების თანახმად, აღნიშნულის შედეგად ბავშვს განუვითარდა სახის ასიმეტრია და დაუზიანდა სასმენი მილი.

ბავშვის დიაგნოზია სმენის მეორე ხარისხის დაქვეითება მარჯვენა ყურში, რის გამოც მას მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

საიას დახმარებით, არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა “სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ და სასამართლოს. სააგენტომ გაწეული სამედიცინო დახმარების შემოწმების შედეგად დაადგინა მთელი რიგი დარღვევები. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ ბავშვის მიმართ არ იქნა გათვალისწინებული პედიატრიული გადაუდებელი მდგომარეობების შემთხვევაში პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევის/გასინჯვის მოთხოვნები, დიაგნოსტიკური ტესტების ერთდროული გამოყენების შედეგად არ იქნა შეფასებული რისკები და განხორციელებული მკურნალობა და სხვ.

პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას, ექიმს 6 თვით შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა” – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

საიას ცნობითვე, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებაში გაწეულ დახმარებას შედეგად არ მოჰყვა პაციენტის გამოჯანმრთელება.

მეტიც, მისი მდგომარეობა პოსტოპერაციულად გართულდა და საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბავშვი დამატებით ოპერაციულ ჩარევას და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს

“ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით, ბავშვისა და ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას მათ სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ დასკვნაც. სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვნის ასეთი მდგომარეობა იწვევს განგრძობად ნეგატიურ განცდებს და სტრესს, რის გამოც აშკარა იყო მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები” – წერია საიას განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved