ექიმი ლიუ კაიმ COVID-19-ით (კორონავირუსი) დაავადებული 87 წლის პაციენტი გარეთ გაიყვანა, რათა მისი სურვილი, ვუჰანის მზის ჩასვლის ხილვა აესრულებინა. ამის შესახებ chinadaily წერს.
ექიმს პაციენტი კომპიუტერული ტომოგრაფიის გადასაღებად მიჰყავდა. ის გზაში გაჩერდა და პაციენტთან ერთად მზის ჩასვლას უყურა. კორონავირუსით დაავადებულ 87 წლის პაციენტს მზის ჩასვლა მას შემდეგ არ უნახავს, რაც ის ერთი თვის წინ საავადმყოფოში განათავსეს.
პრესამ ამ ფოტოს „უკანასკნელი დაისი“ უწოდა.
ექიმი ლიუ კაი იმ სამედიცინო გუნდის წევრია, რომელიც შანხაის საავადმყოფომ ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსთან საბრძოლველად გაგზავნა. ამჟამად ის ვუჰანში, რენინის საავადმყოფოში მუშაობს.
კომენტარები