მწერალი, ნინო გუგეშაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
‘”ევროპარლამენტი გადადის ვირტუალურ სესიებზე, უზარმაზარი კომპანიები გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმებზე, და ჩვენთან რა აუცილებელობააა ეს ინფექციურთან ბრიფინგები?
რა საჭიროა ბოქსირებული განყოფილებებიდან გამოსული პირებისთვის მიკროფონების მიჩეჩება ან მათი სტუდიებში მიყვანა?
არსებობს საიტები და იქ იდება ინფორმაციები, აიღოს ყველა მედიამ ინფორმაცია საიტიდან, როგორც ხდება სერიოზულ შემთხვევებში, რა საჭიროა ეს თვალებში შეციცინება, პირადად მონახულება და შოუ?
გამყრელიძე და იმნაძეც საკმარისად ატარებენ ბრიფინგებს, საკმაოდ ხარისხიანს.
ეპიდემია თუ იქნება ჩვენთან, ამას, პირველ რიგში, მიკროფონებით გაავრცელებენ.”
კომენტარები