“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქტივისტებმა კასრები და შეშა მიიტანეს. გარდა ამისა, ადგილზე განალაგეს ხმის გამაძლიერებელი აპარატურაც.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების წევრები სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში უყურებენ და გადაწყვეტილებას ელიან.
პარტიის ოფისში იმყოფება თავად ნიკა მელიაც, რომელმაც ღამე იქ გაათენა.
ოპოზიციის ნაწილი საქალაქო სასამართლოს შენობასთანაც მივიდა და აცხადებს, რომ თუ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრებას შეუფარდებს, ციხეში ენმ-ის ლიდერის წასვლას არ დაუშვებენ და მას ფიზიკურად დაიცავენ.
კომენტარები