• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სემეკის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ

ალია ავტორი - ალია
17:08 09-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენლები დააჯილდოვა.

ჯილდო გადაეცათ გოჩა შონიას, დიმიტრი ნამგალაძეს, ზოია გურიელიძესა და მიხეილ სულაძეს.

გოჩა შონიას ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან დღემდე არის სემეკის წევრი. სხვადასხვა პერიოდში იყო სემეკის ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის ელექტროენერგეტიკის სამმართველოს უფროსი, ინფორმაციული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, სს „თბილსრესის“ საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. მას განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, დამთავრებული აქვს ასპირანტურა. გოჩა შონიას ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შემუშავებულია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა და ნორმატიული
აქტი.

დიმიტრი ნამგალაძეს ენერგეტიკის სექტორში 50 წელზე მეტი საქმიანობის გამოცდილება აქვს. იგი არის სემეკის მრჩეველი, ხელმძღვანელობდა სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტს. სხვადასხვა პერიოდში მინიჭებული აქვს დოცენტისა და პროფესორის აკადემიური წოდება, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეროვნული ენერგეტიკული აკადემიის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ასოციაციის (IAHR) ნაციონალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, მილსადენების საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 42 წლიანი გამოცდილება აქვს ზოია გურიელიძეს. იგი 1997 წლიდან დღემდე არის სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, წლების განმავლობაში იყო საპროექტო, საძიებო და კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტის ინჟინერი. მისი უშუალო მონაწილეობით შექმნილია არაერთი ნორმატიული აქტი.

მიხეილ სულაძე არის სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სხვადასხვა პერიოდში იყოს საქენერგოს ტექნიკური განყოფილების უფროსი, PA Government Service of Georgia-ს გამრიცხველიანების ტექნიკური ზედამხედველი, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის“ უფროსი ინჟინერი, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სარელეო დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. მას ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved