• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენდორფინი”, გადავაგდე ლობიანიც და ჩაიც, მომსახურება გაქვთ ნოლი” – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
21:39 02-09-2022
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40,721

თაკო მაკასარაშვილი, სოციალურ ჯგუფში, სასოწარკვეთილი მომხმარებელი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“მოკლედ დღეს ვიყავი ენდორფინში იქიდან გამომდინარე რო ადგილზე აღარ აქვთ მზა ლობიანი და ესე ვეღარ იყიდი უნდა დაელოდო სანამ დაგიმზადებენ და 7-10 წუთში იქნებაო ნუ კაი დაველოდებითქო

ავიღე ორი ლობიანი შებოლილი და ორი კენკრის ჩაი თან მანქანა მიყენია ისეთ ადგილზე რო უეჭველი დამაჯარიმებენ ვიცი გავიდა 37 წუთი ველოდე ნუ დაავიწყდათ ჩემი შეკვეთა ლობიანს ხო საერთოდ შებოლილის გემო არ ქონდა უმი იყო შიგნით

ჩაიში 9 ლარი გადამახდევინესს უპატარავეს ჭიქაში კენკრის მაგივრად პიტნის ჩაი გამიკეთეს თან პიტნაზე ალერგია მაქ …. არც მითხრეს რო კენკრა აღარ ქონდათ წყალში გადაყრილია ეს ფული, გადავაგდე ლობიანიც და ჩაიც

დიდი მადლობაა მომსახურება გაქვთ ნოლიიიი ….ფულზე კი არაა უბრალოდ როცა გელაპარაკებათ მომხმარებელი და არ გაქვთ თქვით მაინც რო არ გაქვთ !!!!”

კომენტარებში, “ენდორფინის” სოციალური მედიის მენეჯერი, დათო ბოტკოველი წერს:

“მე როგორც ენდორფინის სოცმედია, სრულებით ვეთანხმები მომხმარებელს!

მომხმარებელს უნდოდა ხილის ჩაი, ჩვენ გვაქვს გერმანული ჩაი Ronnefeldt, რომელიც ღირს ძვირი, აგერ ფოტო.თუმცა ის რომ მოლარეს შეეშალა და პიტნის ჩაი აღიქვა ხილის ჩაით არის წარმოუდგენელი რამ, მოლარე ახალია და როგორც ჩანს მენეჯერმა სწორად ვერ გათვალა მისი უნარ ჩვევები და შესაძლებლობები.

რაც შეეხება დროს, ჩვენს მეორე აეროპორტის ფილიალში “თელმარიმ” (მოფერებით თელმიკომ), გათიშა დენი, რააღაცა სარემონტო სამუშაოების გამო და ის შეკვეთებიც შემოვიდა ვაკის ფილიალში და ამის გამო დაგვიანდა რადგან ერთ ფილიალს უწევდა ორი ფილიალის შეკვეთების მზადება მაგ პერიოდში. მომხმარებელს ვუხდით ბოდიშს და სრულად დავუბრუნებთ გადახდილ თანხას რა თქმა უნდა ! რაც შეეხება უგემურ ლობიანს, ჩვენი მრავალწლიანი პრაქტიკით, როდესაც მომხმარებელი ერთ რაღაცაზე სამართლიანად ბრაზდება, მერე ყველაფერზე ბრაზდება და აღარაფერი აღარ მოსწონს.

დღეს 3 ლარად გვაქვს ახალი ხაჭაპური საოცრება, კომბოსტო+ ნიგვზით 15 რიცხვის ჩათვლით არის აქცია.

ლობიანის შეკვრის ადგილი დაინახეთ და უკვე დასკვნა გამოიტანეთ? მარტო ხინკლოს კუჭი რომ დაგანახონ ხინკალზე წარმოდგენა უნდა დაკარგოთ?მთლიანი ფოტო დადოს და ნახავთ რომ თბილისში არაა მასეთი ლობიანი.”

“ალიამ” სცადა “ენდორფინთან” დაკავშირება, იმ შემთხვევაში თუ ისინი დამატებით კომენტარის გაკეთებას მოინდომებენ, მასალა აქვე განახლდება.

თეგები: ენდორფინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved