თბილისში სამარშრუტო ტაქსების, ყვითელი მიკროავტობუსების აკრძალვა კორონავირუსთან ბრძოლისას, სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს 3 000–მდე მძღოლს, რომელთა უკანაც მათი ოჯახები, სულ მცირე 9 000 ადამიანი დგას.
აქვე საინტერესოა, რა ბედი ეწევა დანარჩენ ტრანსპორტს? ვინ გააკონტროლებს ტაქსებს? რომელთა რაოდენობა 60 000 აჭარბებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი მფლობელები კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ ავტომობილების დეზინფექციაში.
დღესვე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავალის გარეშე.
კომენტარები