ალეკო ელისაშვილის ადვოკატები აანონსებენ, რომ 13 წლიან განაჩენს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ და საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ.
გიორგი რეხვიაშვილის თქმით, საქმე ელსიაშვილის წინააღდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნს თვალსაჩინო მაგალითია.
ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ დავას. სააპელაციოში შევიტანთ, შემდეგ იქნება უზენაესი, ეროვნულ დონეზე ამოვუწრავთ ყველა ინსტანციას და ამის შემდგომ უკვე გადავალთ ევროპულ სასამართლოში. ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და ის ქმედებები, რა ქმედებებსაც ედავებიან, შეუძლებელია, რომ ყოფილიყო ტერორირტული აქტი”. – აცხადებს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.
“ძლიერი საქართველოს” წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.











კომენტარები