• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული” – შოთა ნიჟარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

ალია ავტორი - ალია
22:37 10-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
858

შრომის უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა ნიჟარაძე, “ტვ პირველთან” ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას, ამბობს:

“გაოგნებულები ვართ, 21–ე საუკუნეში შადრევანში შეიძლება მოხდეს ასეთი ტრაგიკული შემთხვევა.

ჩვენ არ ვსაუბრობთ რთულ, საინჟინრო ნაგებობაზე, ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, ეს რატომ მოხდა თავიდანვე არასწორად იყო ტექნიკური დავალება შედგენილი, თუ შემდეგ იქნა დარღვევა, დასადგენია. ჯერ ამხელა, 200 ვოლტის ძაბვას რა უნდოდა საერთოდ მანდ?

ისიც არ ვიცით, იყო თუ არა და თუ იყო, იმუშავა თუ არა ე.წ. გაჟონვის რელემ, რომელსაც უნდა დაეზღვია რამე თუ მოხდებოდა. საერთო სურათს რომ შევხედოთ არაკომპეტენტურობის და უპასუხისმგებლობის ამბავია. სამწუხაროდ წლებია საქართველოში პრიორირტეტი არ არის ხარისხი და უსაფრთხოება.

პირველ რიგში უნდა ყოფილიყო სწორად დაპროექტებული, შესრულებული, დამიწება, გაჟონვის რელე – ეს მინიმალურია. ინოვაციური ტექნოლოგიის მოგონება არ იყო საჭირო, კვალიფიციური ხალხის მიერ უნდა გაკეთებულიყო და შემოწმებულიყო. ყველას არ შეუძლია გარკვეული სამუშაოების შესრულება, უნდა გაკონტროლებულიყო, მაღალი დონის კვალიფიციური მუშახელით უნდა შესრულებულიყო სამუშაო.

ზოგადად უსაფრთხოებაში ყველაა პასუხისმგებელი, დამკვეთიც, შემსრულებელიც, შემმოწმებელიც. უამრავი სამსახურია მერიაში, რომელსაც ასეთი ხარვეზი არ უნდა გამოპარვოდათ. არ მჯერა რომ ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რაღაც ისეთი ხარვეზი მოხდა… დიდი ალბათობით, გამორჩათ.

ვიმეორებ, ეს არ არის რთული ტექნიკური, საინჟინრო ამოცანა, ძალიან მარტივია და ასეთი შადრევნები საქართველოშიც უამრავია და უცხოეთშიც. არ შეიძლება 21–ე საუკუნეში, უბრალო, ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ასეთი რამეები ხდებოდეს.”

თეგები: ვაკის პარკის ტრაგედიაშოთა ნიჟარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved