• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელჩის დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში თანამონაწილეობაა – ქართული დიასპორა

ალია ავტორი - ალია
15:05 12-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
150

საქართველოს ისტორიის კრიტიკულ მომენტში, როცა დემოკრატიული პრინციპები და ევროპული მისწრაფებები ნადგურდება, ელჩის დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში თანამონაწილეობაა – ამის შესახებ ქართული დიასპორა წერს.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი ადამიანი აწერს, ნათქვამია, რომ ქართული დიასპორისთვის საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის მკაფიო პოზიცია და ამის საჯაროდ დაფიქსირება უმნიშვნელოვანესია.

ჩვენთვის, როგორც ქართული დიასპორის წევრებისთვის,  კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელჩის, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის, პოზიციის მკაფიო და საჯარო გამოხატვა. მიუხედავად დიასპორის ნაწილთან გამართული შეხვედრისა, გასაკვირი და მიუღებელია ელჩის დუმილი, და შესაბამისად მიმდინარე მოვლენებზე მისი სრული თანხმობა.

ვინაიდან ელჩი მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით, აუცილებლად მიგვაჩნია, მას გააჩნდეს კონკრეტული პოზიცია, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

1) ირღვევა თუ არა კონსტიტუციის 78 – ე მუხლი ირაკლი კობახიძის  განცხადების შედეგად,  საქართველოს მიერ თავადვე შეჩერებულიყო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება 2028 წლამდე.

2) შეუძლია თუ არა ამჟამინდელ   მთავრობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არალეგიტიმურია,  მიიღოს  მნიშვნელოვანი ეროვნული გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები, რომელიც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.

3) საპოლიციო ძალების მიერ  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლების უხეშ დარღვევაზე. მათ შორის, აშკარად არალეგიტიმური ძალის გამოყენების შესახებ, რომელიც, როგორც წესი, ანგარიშსწორების ხასიათს ატარებს, –  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, უკანონო დაკავება, ხალხის დევნა. ყოველივე ეს  ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აყალიბებს ავტორიტარიზმს.

ამ ფონზე ელჩის მიერ პოზიციის გამოხატვა და კონსტიტუციური ვალდებულებისადმი ერთგულების დადასტურება, ვერ ჩაითვლება მიკერძოებულობად და მას ვერ წარმოაჩენს მხარედ, რადგან კონსტიტუციური დებულებებისადმი საჯარო დადასტურება დგას ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა, ერთადერთი სწორი და  სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ქვეყნის ანტიდემოკრატიულ კურსზე  პროტესტის გამოხატვაა.

ელჩის მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, ფაქტებით მანიპულირების და უმოქმედობის ფონზე, ჩვენ ვთვლით, რომ მას არ შეუძლია, ან არ სურს, რომ სათანადოდ შეასრულოს თავისი ვალდებულებები  და დაადასტუროს საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხის მიმართ უპირობო ერთგულება.

საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, როცა დემოკრატიული პრინციპები და ევროპული მისწრაფებები ნადგურდება ხელისუფლების მიერ, ელჩის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის, დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში თანამონაწილეობაა.” ნათქვამია წერილში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved