• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში ბრუნდება

ალია ავტორი - ალია
10:37 09-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
514

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება. ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება.

“ჯერჯერობით პროცესშია და ხვალ გადაწყდება”, – ამბობს გიორგი ქობულია.

წამყვანის კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი შეერთება ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდთან, გიორგი ქობულია პასუხობს:

“კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სულ ერთი დღე დარჩა. ბევრი გუნდი არ არის ახლა, რომ დიდი გამოსაცნობი იყოს, მაგრამ უფრო რომ ჩავსხდეთ წესებში, სანამ ეს არ გადაწყდა, მე კომენტარს არ ვაკეთებ”, – ამბობს გიორგი ქობულია.

გიორგი ქობულიას თქმით, პოლიტიკაში დაბრუნება ქართული ოცნების მხრიდან დასავლეთთან დაპირისპირების გამო გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ გუნდი, რომელთან შეერთებასაც განიხილავს, იაზრებს პოზიციას, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობები უნდა აღდგეს.

“მე საერთოდ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა ზუსტად ამ დასავლეთთან დაპირისპირების გამო. […] გუნდში არის ოდნავ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ჩვენი ძირითადი ვექტორი არის ის, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან. რაც ჩქარა მოხდება ეს ყველაფერი, მით უკეთესი”, – ამბობს გიორგი ქობულია.

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის აპრილამდე იკავებდა. გიორგი ქობულიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ის გადააყენეს და პოსტი თავისი ნებით არ დაუტოვებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved