შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე:
თბილისელი კაციო, რომ იტყოდნენ ხოლმე, ეს ნიშნავდა, რომ ღირსებების მთელი არზა იყო.
სნობიზმი ამ სიტყვებს იმ ხალხმა დამართა, ვინც არ იცოდა ფასი ისეთი სიტყვებისა, როგორებიცაა, მაგალითად, ქუთაისელი კაცი, ბათუმელი კაცი, თელაველი კაცი, ზუგდიდელი კაცი…
(ქალიც იგივეა)
მე მარტივი გაგებების ტიპი ვარ და ასოციალურ ადამიანებში რამე ექსრავაგანტულს და პრადვინუტს რომ ხედავენ, ხარხარი მიტყდება…
ხოდა, ჯერ ლაგუნა რომ გადააქციეს ჭაობად, მერე იპოდრომი გააქრეს, ეხლა დინამოს მიადგნენ…
მერე, ალბათ, სპორტის სასახლეს და ფილარმონიას…
ცირკთან ჯერ კოლეგებს სცემენ პატივს…
ასეთი ზაუმნი შეთქმულებების თეორიების არც არასდროს მჯეროდა, მაგრამ ჩემი ძველმოდურობის გამო სულ მგონია, რომ ქალაქის სიმბოლიკად ქცეულ შენობებს როცა ანგრევენ, იკიდებენ, ამას მიზანმიმართულად და სიძულვილით აკეთებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ფესვების კაცობა არ გამოუვიდათ და სხვისი სძულთ…
რაღაცებს ადგილს, ფუნქციას, დანიშნულებას ასეთი უტვინო ხელაღებით როცა უცვლიან და ხუროთმოძღვრობენ, მერე გეუბნებიან, თანამედროვეობა მოითხოვსო, ვერ ვწვდები, სად ისწავლეს, რას რა მოითხოვს, ან საიდან აღმოაჩნდათ ეს თავხედობა.
ლონდონი რომ დაიწვა მე-18 საუკუნეში, ყველა ქუჩა და ყველა სახლი ძველის მიხედვით აღადგინეს იმ გოიმებმა…
რა ვიცი…
ძველ ქალაქებს თავიანთი სული აქვთ…
რა ჯანდაბა იცის ბოღმა გორსალამ ამ სულისა…
კომენტარები