ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი ხათუნა გოგორიშვილს, წერს:
„ხათ(ქ)უნა გოგორიშვილი რომ სხვის მიერ არჩევნების პროცესისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბებას სხვას დააბრალებს, მართლა მეორედ მოსვლაა, აბა სხვა რა უბედურებაა?!
ესაა არსება, რომელმაც გარყვნა და დააბინძურა ქართული პოლიტიკური ველი არჩევნებისა და სხვა პოლიტიკური პროცესების შედეგების გაყალბების სხვადასხვა “ფილიგრანული” მეთოდების დანერგვითა და განხორციელებით ბოლო 25 წლის განმავლობაში!!!“
შეგახსენებთ, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა:
„მათ სიაში ბევრი სპორტსმენი ჰყავთ. ალბათ, ცოტა ხანში ვიხილავთ სპოტსმენთა გაერთიანებას ან რაიმე მსგავსს, რომელიც პარლამენტში იქნება. ასევე, ჰყავთ მუსიკოსები, ხელოვანები – პროფესიული ან სხვა ნიშნით ახალ პარტიებს შექმნიან და ოპოზიციას დანიშნავენ. ეს შუა აზიის ქვეყნების მიღებული პრაქტიკაა, როცა მმართველი ძალა კონკრეტულ ადამიანებს ოპოზიციად ნიშნავს. “ქართული ოცნება“ უკვე აქამდეა მისული.”
კომენტარები