კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმში მოშიმშილეებმა პირი ამოიკერეს.
ბათუმში 15 ადამიანი ამ მოთხოვნით შიმშლობს, მათგან 4-მა პირი ამოიკერა. აქცია ბათუმის იუსტიციის სახლთანაც იმართება.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან კარვები გაშალეს.
ცნობისთვის, თურქმა სამართალდამცავებმა ლავასოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას.
კომენტარები