• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ძველი რომაელები კობახიძისნაირ ადამიანებს ასე ახასიათებდნენ: მენდაციო სე ტეგიტ, კალუმნია ალიოს ოპპრიმიტ” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:40 12-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,511

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,თუ გვახსოვს, სკოლის გაკვეთილი ადამიანის სახეობათა შესახებ? თუ გვახსოვს, ჰომო ჰაბილისი ანუ ადამიანი მარჯვე ან ჰომო ერგასტერი ანუ ადამიანი მშრომელი? ვფიქრობ, ჰომო საპიენსი ანუ ადამიანი გონიერი ყველას გვახსოვს – ეს თანამედროვე ადამიანია.

ირაკლი კობახიძე განათლების რეფორმას ატარებს და მეც მინდა წვლილის შეტანა- ვფიქრობ, სკოლის სახელმძღვანელოებში ადამიანის ერთი სახეობაცაა დასამატებელი: ჰომო მენდაქს ეტ კალუმნიატორი ანუ ადამიანი მატყუარა და ცილისმწამებელი.
მეტიც, თავად ირაკლი კობახიძეც უნდა შევიტანოთ სახელმძღვანელოებში, როგორც ამ სახეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ძველი რომაელები კობახიძისნაირ ადამიანებს ასე ახასიათებდნენ: მენდაციო სე ტეგიტ, კალუმნია ალიოს ოპპრიმიტ, რაც ნიშნავს: ტყუილით თავს იცავს, ცილისწამებით სხვებს ძირავს!

სააკაშვილის რეჟიმი „კარანტინის“ კადრებმა ამხილა და დაამარცხა. ამ კადრებში მკაფიოდ ჩანდა, რომ პატიმრებს ცემდა ციხის მაღლჩინოსანიც, დაბალჩინოსანიც და საერთოდ, ყველანაირი ჩინოსანი. ამ კადრების გადაღება-გასაჯაროება ჩვენი გუნდის თავგანწირვის შედეგი იყო, „ქართულ ოცნებას“ ამასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. არადა, სარგებელი სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო- ის ხელისუფლებაში მოვიდა! და მოსვლისთანავე ორმაგი ტყუილის დამკვიდრება დაიწყო: ჯერ ერთი- შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ციხის კადრების გადაღება-გასაჯაროების ორგანიზატორი იყო. მეორეც- ერთმანეთს არწმუნებდნენ და საზოგადოებასაც ატყუებდნენ, თითქოს მილიონები გადაგვიხადეს და საშვილიშვილოდ ფეხზე დაგვაყენეს. არაერთხელ მითქვამს: ეს ყველაფერი ტყუილია!!!! მეტიც, “ოცნების“ მმართველობის პირობებში ტელეკომპანია „ობიექტივმა“, უსახსრობის გამო, სამჯერ შეწყვიტა პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა და დღესაც ძალზედ უჭირს. წლების მანძილზე „ოცნებას“ ფასიანი რეკლამა სააკაშვილების არხებზე მიჰქონდა, „ობიექტივში“ კი არასდროს მოუტანიათ.

საკუთარი სიცოცხლის ფასად, „კარანტინის“ კადრებს რომ ვიღებდით, ირაკლი კობახიძე სოროსის ფონდის ინტერესებს ემსახურებოდა და, ცხადია, პატიმრების წამებაზე კრინტიც არ დაუძრავს.
სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, როცა „ოცნებამ“ ნაცებთან კოჰაბიტაცია გამოგვიცხადა და დიპლომატიურად გვამცნო: კოჰაბიტაცია გადაარჩენს ქართულ დემოკრატიასო!
ჩვენი გუნდი კოჰაბიტაციას კატეგორიულად დაუპირისპირდა. „ოცნებამ“ შავ-ბნელ ძალად გამოგვაცხადა. თავად კი, მკვლელებისა და მწამებლების აბსოლუტური უმრავლესობა არ დასაჯა, ბოროტი მოსამართლეები უვადოდ დანიშნა, წართმეული ქონება, თავისი ნათესავების გარდა, არავის დაუბრუნა. მეტიც, დაზარალებულებს გამოძიებამ განცხადებებიც კი გაატანინა უკან!

ჩვენი გუნდი კი, სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ითხოვდა და ნახევარი მილიონი ხელმოწერაც შევაგროვეთ. ორი წელი ვებრძოდით პირადად კობახიძეს, რომ პლენარულ სხდომაზე სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი რეზოლუცია გაგვეტანა. სხდომის დღეს კარი ჩაგვირაზეს და ხელმოწერებით სავსე ყუთები დარბაზში არ შეგვატანინეს. რეზოლუცია კი, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო. მაშინ გიგა ბოკერიამ პირადად მითხრა: ტყუილად გვეჭიდავები, „ოცნებასთან“ ყველაფერი დალაგებული გვაქვსო. სხვათა შორის, იგივე სიტყვები გამიმეორა გიგა ბოკერიამ, როცა სახალხო დამცველად „ოცნებამ“ და ნაცებმა შეხმატკბილებულად აირჩიეს ნინო ლომჯარია.

რატომ ვწერ ამას? ვწერ, რომ ერთად გავაცნობიეროთ: „ქართული ოცნება“ კარგახანია გარდაიქმნა „ნაციონალურ ოცნებად“. ათიდან რვა დეპუტატი ყოფილი ნაცია, საკრებულოების წევრები, მერები, მოსამართლეები და ზოგადად, ყველანაირი რანგის ჩინოვნიკები, ათიდან რვა შემთხვევაში, ყოფილი ნაცები არიან! და დღეს ეს ხალხი ახალ იდეოლოგიას ამკვიდრებს: თუ „ქართულ ოცნებას“ რამეში არ ეთანხმები, ნაცების მოკავშირე ყოფილხარ. თუმცა, მე და დავით თარხან-მოურავს მეტი „პატივი“ დაგვდეს. ჩვენ, თურმე, ნაცებს ვაფინანსებთ ანუ ჩვენ, საკუთარი მიკროკრედიტები რომ ვერ დაგვიფარავს ბანკებში, თურმე, ვაფინანსებთ მილიარდიანი ბიზნესების მფლობელ ნაცებს, რომლებიც, სხვათა შორის, ამ ბიზნესებს ქოცებთან ერთად ფლობენ.

ერთად დავუფიქროდეთ: ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც პრაქტიკულად არავინ არ იცნობს, ნაცმოძრაობის აქტივისტი და, ჩემი ვარაუდით, სუსის მარიონეტი, ვიღაცასთან ჭორაობს, ამ ჭორაობას რატომღაც ვიღაცა ტელეფონით იწერს და ინტერნეტში ავრცელებს. ყოველდღიურად ათასობით ჭორი ვრცელდება ინტერნეტში, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს. ეს ჭორი კი, ორკესტრირებულად აიტაცეს სახელსუფლებო ტელეარხებმა: „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტ-TV“ და საერთოდ, „ქართული ოცნების“ ყველა მედია-საშუალებამ და სააგენტომ. მეტიც, პრაქტიკულად უცნობი, ნაცმოძრაობის აქტივისტის ჭორზე კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილიც და პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც, რომლებიც „ოცნების“ ტელეარხებთან ერთად, გვარწმუნებენ, რომ მე და დავით თარხან-მოურავი, თურმე, ნაცებთან გარიგებული ვყოფილვართ და თურმე, ნაცებს ვაფინანსებთ კიდეც.

კვლავ მინდა განვმეორდე, რომ ნაცების ჩამოგდებაში გადამწყვეტი წვლილი სწორედ ჩვენ გუნდს მიუძღვის და ამ საქმეში ნულოვანი წვლილი აქვთ შეტანილი სოროსის თანამშრომელ კობახიძეს, გერმანული ენჯეოების თანამშრომელს და ამავდროულად, ილიაუნის უნივერსიტეტის ლექტორს- პაპუაშვილს და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორსა და სააკაშვილის რეჟიმის მინისტრის მოადგილეს- გია ვოლსკის. ამასთან ერთად, მადლობა მინდა მოვახსენო ამ ცილისმწამებლური კამპანიის დამგეგმავს, ვინაიდან ბრმამაც დაინახა, რომ კობახიძის გუნდი ყველანაირი ტყუილისა და ცილისწამების მკადრებელია და ყველანაირ უზნეობაზეა ხელისმომწერი.

შეგახსენებთ, ასევე, რომ კობახიძის სასამართლომ ახლახანს სრულად გაამართლა ნაცმოძრაობის გამოჩენილი ჯალათი ზურაბ ადეიშვილი.

პაპუაშვილის
გამოსვლაში კიდევ ორი რამაა დამაფიქრებელი. პაპუაშვილმა განგვიცხადა, რომ არაბული ქალაქების მოწინააღმდეგენი ანტიქართველები და ეკონომიკური დივერსანტები ვყოფილვართ ანუ ანტიქართველები ყოფილან არაბებთან და თბილისის საამიროსთან მებრძოლი წმინდა მოწამენი: არჩილ მეფე, კოსტანტი კახი, დავით და კონსტანტნე არგვეთის მთავარნი, მიქელ-გობრონი და თვით დავით აღმაშენებელიც, ხოლო ჭეშმარიტი ქართველი, პაპუაშვილის აზრით, ალბათ, ისაა, ვინც თბილისის საამიროს აღადგენს.

მინდა ილიაუნის ლექტორს- პაპუაშვილს განვუმარტო, რომ ეკონომიკური დივერსია გულისხმობს არსებულის განზრახ დაზიანებას. არაბული ქალაქები კი, ჯერ ქაღალდზე დატანილი პროექტია. თავად „ოცნების“ განცხადებით, ქართული ეკონომიკა ვითარდება ანუ ამ ეტაპზე არაბული ქალაქების გარეშე ვითარდება და თუ არაბული ქალაქები არ აშენდება, რა, მაშინ ქართული ეკონომიკა აღარ განვითარდება?!

კობახიძის გუნდს მინდა განვუმარტო, რომ აზრთა სხვადასხვაობა და ამა თუ იმ ეკონომიკური პროექტის მოწონება-არმოწონება ეკონომიკურ დივერსიად ვერ შეფასდება, ხვალ რომ ვაკის პარკში კორპუსების ჩადგმა მოისურვოთ და ჩვენ წინააღმდეგობა გაგიწიოთ, ეკონომიკურ დივერსანტებად გამოგვაცხადებთ? კრწანისის ტყე-პარკი კი, ქალაქის ფილტვებია და თავისი მნიშვნელობით ვაკის პარკს ბევრად აღემატება.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კობახიძე ადამიანის ახალ სახეობას განეკუთვნება- ადამიანი მატყუარა და ცილისმწამებელი, სახელმწიფოსაც შესაბამისს აშენებს:

– ყველა მოწინავე ქვეყანას „დიპ სტეიტის“ მარიონეტობა დააბრალა და ომი გამოუცხადა. საბოლოო ჯამში კი, ივანიშვილი სანქციებში მოაყოლა.

– ქვეყნის შიგნით ყველანი პოლიტიკურად მკვდარ სააკაშვილთან გარიგებულად გამოაცხადა. საბოლოო ჯამში კი, ივანიშვილს მოკავშირე აღარ დაუტოვა!

– ქვეყანაში არჩევნები და პარლამენტარიზმი არსობრივად გაანადგურა. საბოლოო ჯამში კი, ივანიშვილს დიქტატორის სახელი შეუქმნა!

– ქვეყანაში აზრისა და პროტესტის გამოხატვის საშუალება მოსპო, ქვეყანა ერთ დიდ ციხედ გადააქცია, საბოლოო ჯამში კი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ივანიშვილს გადაამტერა!

– ქვეყანაში საბჭოთა „დანოსების“ სისტემა დანერგა, „ოცნების“ ტელეარხები საბჭოთა ტელევიზიებად აქცია, ადამიანები საბჭოური ტიპის ცილისწამებების სამიზნედ გახადა და საზოგადოებაში საბჭოური შიში დათესა. საბოლოო ჯამში კი, ხალხის თვალში, ივანიშვილს ძერჟინსკის სახელი დაუმკვიდრა!

– დემონსტრანტების წინააღმდეგ რაღაცა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, რასაც თავად ადასტურებს. საბოლოო ჯამში კი, ივანიშვილი საერთაშორისო გამოძიების ფიგურანტად აქცია!

გაცნობიერებული მაქვს, რომ კობახიძე სერიოზულად ფიქრობს ჩვენს გუნდს რა დააბრალოს ანუ რა ცილი გვწამოს, რომ როგორმე ჩვენც დაგვიჭიროს. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ თემაზე საუბარი უკვე იყო, აკი გითხარით: კობახიძე ყველაფერზე ხელისმომწერია.

თუ შეძლებს, ივანიშვილსაც დაიჭერს, მთელ ქვეყანასაც დაიჭერს და თბილისიდან აბუ- დაბიმდე გვირაბის გათხრასაც დაგვაბრალებს!

გაგრძელება იქნება.

ირმა ინაშვილი
თბილისი.
2025 წლის 26 დეკემბერი.“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved