პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“1970-იან წლებში საბჭოთა კავშირი ძალიან ძლიერი ჩანდა. ამერიკამ სირცხვილი ჭამა ვიეტნამში, არაბულმა ემბარგომ კი ნავთობი გააძვირა და, შესაბამისად, საბჭოთა კავშირი გაამდიდრა. მაგრამ ამის შემდეგ მოსკოვმა ორი მძიმე შეცდომა დაუშვა.
პირველი იყო საშუალო სიშორის ბირთვული რაკეტების, ქართველი წარმოშობის ინჟინერ ნადირაძის შექმნილი “პიონერების” განთავსება ევროპაში კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას პასუხად მოჰყვა ამერიკის მიერ ევროპაში “პერშინგების” განთავსება რომლებიც უშუალოდ საბჭოთა ტერიტორიაზე იყო დამიზნებული. “პერშინგები” ამერიკის ბევრ მოკავშირესაც არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ “პიონერების” შემდეგ უარი ვერ თქვეს.
მეორე შეცდომა კი იყო ავღანეთში ჯარების შეყვანა.
ჰოდა, ასევე ძალიან ძლიერი ჩანდა რუსეთი ამ წლის დასაწყისშიც. ახლა კი ეს ყველაფერი სულ ცოტა იმით მორჩება რომ ნატოში შვედეთი და ფინეთიც კი შევლენ.”
კომენტარები