• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, ხუთშაბათი, 8 ივნისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან აკლია ქვეყანას ამ კაცის სიტყვა და საქმე… ერთადერთია, ვინც ვერ გასვარეს” – გუჯა ბიძია

ალია ავტორი - ალია
16:26 07-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
573

რეჟისორი, გუჯა ბიძია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“აი, ძალიან აკლია ამ ქვეყანას ამ კაცის სიტყვა და ამ კაცის საქმე.
რადგან ცოტა ვიცი მე ასეთი.
ცოტა,?
ვთქვი ახლა და ჩავფიქრდი და ვერც გავიხსენე სხვა, ვინც ამ კაცივით სუფთად დარჩა.
პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვის, რადგან კარგად ვიცნობ ყველას, ვინც იმ ჭაობში დვიჟენიობს ქართული პოლიტიკა რომ ჰქვია სახელად, და კარგად ვიცი ვინ ვის მინდორზე ძოვს ბალახს.
ეს კაცი ერთადერთია, ვინც ვერ გასვარეს.
იმ დილით მომწერა, გამოდიო საღამოს.
მეთქი, რა ხდება,
არაფერი, გამოდიო ისე..
ისეთი ღვინო დაუდგა იმ წელს, რო საცოდაობა იყო მისი გემოს გაფუჭება რაიმეთი,
არც ვაკადრეთ, ვსვამდით და სიტყვას ვაყოლებდით.
უფრო ის ლაპარაკობდა, და რა გჭირსო, მკითხა.
იმ დღეებში ბროშურას ვამზადებდი გამოსაცემად.
იმ დილითაც ჩავასწორე, კოლხურ კოშკში ასვლამდე ამ სივრცეშიც შემოვიხედე, და უცებ რატომღაც დავაფიქსირე, რომ არა მყავდნენ ფრენდებში არც ერთი ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტროჟა, არც თანამდებობის პირი, არც ბიზნესმენი, არც რომელიმე ცნობადი ჟურნალისტი, მსახიობი, თუ სპორტსმენი.
უბრალო, რიგითი ფრენდები მყავს, კარგებიც, უძალიანკარგესები, ნიჭიერებიც, უნიჭიერესებიც, ისე რა მასტებიც, ამ ჭკუისებიც, იმ ჭკუისები,
და იმ დილით, საიდან არ ვიცი, და ვიღაცისგან ამომიგდო ერთი ბობოლა ნაცი.
გადავხედე მექანიკურად, ათასზე მეტი მოწონება ჰქონდა ერთ პოსტს.
რაღაც ჭირად ლაიქები ჩამოვშალე და თვალები შუბლზე გადამივიდა –
ფრენდები, ჩემი ფრენდები.
რაღაც ეჭვი გამიჩნდა, გამოვედი აქეთ, მეორე მხარისკენ, ქოცი მოვძებნე , ისიც ბობოლა, და სადაც ყველაზე ბევრი მოწონება ჰქონდა იქ შევედი, ჩამოვშალე ლაიქები და აქაც ისევ ის “ჩემები”.
დიიდი და მხურვალე ეროვნულის გვერდზე შევედი, ასი წელი რო ფეხი არ მომცდენია მის კედელზე, და აქაც იგივე, ნაცნობი ხალხი.
ვაჰ, მეთქი, გამკრა გონებაში, ვინმემ გააერთიანა ერი და გამომრჩა, მეთქი?
გამეცინა, – თვითორგანიზაციის თემაზე ვწერ, და , ა, ბატონო, თვითორგანიზების მაგალითი, უზგოუკვლოდ კი დაბანდალობს ხალხი, მაგრამ სამაგიეროდ ერთად, რას ერჩი.
არა, ხალხს როგორ არ ვიცნობ, ფსიქოლოგიაც მესმის, მაგრამ ასეთი ტინგლიცის შემყურე ხანდახან ფიქრობ, ასეთი ჯამაათით საქმის კეთება წყლის ნაყვა რომ არის , რადგან ერთი და იგივე ხალხი ღმერთანაცაა და ეშმაკთანაც, კაცთანაცაა და არაკაცთანაც ერთდროულად, და სინამდვილეში არავისთან არ არის, რადგან ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს.
და გინდა არ გინდა გაიფიქრებ იმასაც, ღირს კი ასეთი ხალხისთვის რამის გაკეთება, როცა იცი რა უქნეს შენზე ათასჯერ დიდებს, რა უქნეს ილიას, რამდენი აგინეს სიცოცხლეშიც, და გარდაცვალების მერეც, ზედ გაჭრილ საფლავთან და როგორ გაუჩუმდა ხალხი მის მაგინებლებს, როცა იცი, როგორ ააშენა სარაჯიშვილმა ნახევარი საქართველო და რამდენჯერ ამოთხარეს საფლავიდან, როცა იცი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი როგორ მიატოვეს ომში და როგორ აბრალებდა ის ხალხი ღალატს, ვინც უღალატა სწორედ, და რამდენი ვიცით, კიდევ ასეთი, ხო?
და ჩვენ ვის დავკარგივართ, საერთოდ..
ხო, ეს აზრი მაწრიალებდა იმ დღეს და ის იყო მოყოლას ვაპირებდი მასპინძლისთვის, რომ გამახსენდა სად ვიყავი, ვის ფუძეზე, რა ხალხის სული ტრიალებდა აქ და გავჩუმდი.
ჰაა, კაცო, აღარ იტყვიო რა ხდება, მეკითხება ისევ.
არაფერი, მეთქი, მოდი, მამაშენის სახით იმათ გაუმარჯოთ, ვინც იცოდა რაც ელოდებოდა და მაინც აკეთებდა მეთქი,
გვიანობამდე ვიჯექით.
ჩამოვდიოდი მერე ფეხით დაბლა და ვფიქრობდი,
რო ქვეყანაა ეს, ქვეყანა,
კარგით და ცუდით, კეთილით და ბოროტით, ჭკვიანით და სულელით, ალალებით, თუ აფერისტებით, ნაცით, თუ ქოცით, ეროვნულებით, თუ ლიბერალებით, პრორუსებით, თუ პროამერიკელებით, თუ საერთოდ, ფეხებზემკიდიებით.
ასეთია ქვეყანა, ჭრელი, ხო,
ასეთი იყო , არის და იქნება მუდამ, და თუ საერთოდ ქვეყნისთვის კარგი გინდა და კარგს აკეთებ, გამოდის რომ იმ ცუდისთვისაც აკეთებ, ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობს, და დადის ქუჩაში და არ აწერია სახეზე რო ცუდია.
და არც გაქვს უფლება იფიქრო, რომ ცუდია.
როგორც მეპურე არ ფიქრობს, ვის მიაქვს მისი პური.
როგორც მეღვინე არ ფიქრობს, ვინ სვამს მის ღვინოს,
როგორც მწერალი არ ფიქრობს ვინ გადაშლის მის წიგნს,
შენც ისე, აკეთებ კარგისთვისაც და ცუდისთვისაც, და მათი შვილებისთვისაც, შენს შვილებთან ერთად რომ მოუწევთ ცხოვრება.
აკეთებ, მიუხედავად იმისა, რო იცი, რა შეიძლება დაგემართოს,
იცი, რომ შეიძლება მართლაც ცუდად მოგიქნიონ ან ენა, ან ხელი, ან ტყვია, მაგრამ არც ფიქრობ ამაზე.
და მოდი, Tsotne Gamsakhurdia, შენ გაგიმარჯოს,
რადგან ვიცი ზუსტად, რომ თუ ამბობდი, ყველასთვის ამბობდი, და თუ აკეთებდი, ყველასთვის აკეთებდი,
და იგივეს ანდომებდი სხვას.
შენ გაგიმარჯოს,
და თუ ღმერთის სამართალია, შენ კიდევ ერთი ომი უნდა მოიგო!
როგორ იცი თქმა? “გაიგე, შენა?”
ვიცი, გაიგებ რაც ვთქვი, და იმანაც მინდა გაიგოს, ვინც ახლა ზეციდან გიყურებს.”

თეგები: გუჯა ბიძიაცოტნე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოსკოვმა აშშ-დან ელჩი გამოიძახა და ამერიკულ სოციალურ ქსელს დაბლოკვით დაემუქრა
ახალი ამბები

,, რუსეთში სამხედრო გადატრიალება მზადდებაო… ამ ყველაფერს, დიდი შანსია, შეეწიროს პუტინი“ – ვახტანგ მაისაია

19:48 06-07-2023
„ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა  საბჭოთა  მხარემ,  გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ“ – ვახტანგ მაისაია
ახალი ამბები

„ეს დაახლოებით იმ მასშტაბის დივერსიული აქტი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს „დრენპრო ჰესი“ რომ ააფეთქა საბჭოთა მხარემ, გერმანელთა წინსვლა რომ შეეჩერებინათ“ – ვახტანგ მაისაია

15:41 06-07-2023
ახალი ამბები

„ივანიშვილი ვაჭრობს დასავლეთთან – არ შემიქმნათ საფრთხე, არ ჩაერიოთ არჩევნებში, ჩემი ფული დამიბრუნეთ შვეიცარიის ბანკიდან, თორემ ბოლომდე მივეყიდები რუსეთსო“ – ვალერი გელბახიანი

18:38 06-05-2023
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ჩამოართმევენ შეწყალების უფლებას“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ჩამოართმევენ შეწყალების უფლებას“ – სოსო ცინცაძე

16:30 06-05-2023

ბიზნესი

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის

13:28 06-07-2023
თიბისის ტექ გუნდი API Days გლობალურ კონფერენციაზე წარსდგა
ახალი ამბები

თიბისის ტექ გუნდი API Days გლობალურ კონფერენციაზე წარსდგა

12:29 06-07-2023
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა

15:24 06-06-2023
სელფი საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალის, Touch.point-ის პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი საქართველოში პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალის, Touch.point-ის პარტნიორია

13:28 06-06-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved