ბრიტანეთის ელჩი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მარკ კლეიტონი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
“შოკირებული ვარ ენმ-ს ოფისში დღეს განვითარებული მოვლენებით. ძალადობა და ქაოსი თბილისში არის უკანასკნელი რამ, რაც ახლა საქართველოს სჭირდება.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებით – ახლაც და უახლოეს დღეებშიც,” – წერს მარკ კლეიტონი twitter-ზე.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.
კომენტარები