• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დუბინკებიანმა და ჯოხებიანმა ტიპებმა გინება ატეხეს” – პრეზიდენტს და მის შვილიშვილს კუს ტბაზე დახვდნენ – რას წერს ნინო სტურუა

ალია ავტორი - ალია
16:50 05-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
348

ჟურნალისტი, ნინო სტურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს კუს ტბაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს “დუბინკებით და ჯოხებით ჯგუფურად მოსიარულე ტიპებმა” შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როცა ის შვილიშვილთან ერთად სეირნობდა.

ნინო სტურუა:

ჩემ ცხოვრებაში არავის ფანი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს პოლიტიკოსის.

საერთოდაც არ მესმის რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი???

პატივისცემა, აზრის გაზიარება კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რა შუაშია სიყვარული და მერე ტუფლებიდან ამოხტომა ამ ავადმყოფური ემოციისთვის???

მოკლედ, რატომ ვწერ ახლა ამდენს.
ამ ადამიანისთვის ხმაც არ მიმიცია.
ეგ კი არა, ქარტიაც დავუწუნე
მაგრამ!
წარმოუდგენელია რასაც ე.წ. მამრები  კადრულობენ ხოლმე.

დუბინკებით და ჯოხებით ჯგუფურად მოსიარულე ტიპები, აი ისინი, რომ ჰგონიათ, რაც უფრო ხმამაღლა იბილწსიტყვავებენ, მათი კაცური ეგოც უფრო იყივლებს.

შვილიშვილთან და გომბორასთან ერთად იყო დღეს კუს ტბაზე.
სიმართლე გითხრათ, გომბორა ვიცანი პირველი

მაგრამ უცებ ღრიალი და მოგუდული გინება რომ ატყდა, გადავირიე.

ავდექი, მე ერთი ცალი!
აი ის, ხმაც რომ არ მიმიცია თავის დროზე და ჯინაზე ჩამოვუდექი საჭორაოდ, ყურიდან ყურამდე გაღიმებული.

იმ კაცების ჯოგს გავეჭიმე, არჩევნების დროს ჯგუფურად რომ ხაზეს 48 !!!
და მაშინ ამის გამო გვეჩხუბებოდნენ, რატომ არ ხაზავთო

პრეზიდენტი წავიდა.
ის დაცვით იყო, რაენაღვლება
მე და ტასო დავრჩით მმკ-ს და ალტინფოს მსგავსების გარემოცვაში,
ხოდა ვზივარ ახლა მარტო, მზეზე მიფიცხებული და  მართლა მეტირება.
რა ჯანდაბას დაამსგავს ეს ქვეყანა.
ყველამ!!!

აგრესია, ღვარძლი, ბოღმა ყველა კუთხეში
ოღონდ რამე დაგიშავონ, გატკინონ…

განსაკუთრებით ასეთი ჯოხებზე და ბიტებზე მიბმული კაცებია საოცარი სექტა.
მაგრამ სულ მგონია, რომ ასეთებს სახლში ცოლები სცემენ.
აი რა ვქნა, ასე მგონია.

P.S. მამული, ენა, სარწმუნოებაა ქალის გინება, აბა რა!
თან შვილიშვილთან ერთად როცაა”

შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ძაღლი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved